ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”

„რამდენადაც ცოლია ლამაზი, ორი იმდენად ქმარი უნდა იყოს ფრთხილიო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება”.

* * *

„ცხოვრება ისე აგეწყოთ, რომ უმეგობროდ პური არ გეჭამოთ”.

* * *

„ადამიანები ხომ მხოლოდ სიმთვრალეში ხდებიან გულწრფელნი?! აი, ამიტომ ვეტანებით ღვინოს. გვინდა, ხანდახან მაინც ვიყოთ ისეთნი, როგორიც ღმერთმა შეგვქმნა: გულწრფელნი, პირდაპირნი, სიმართლის მთქმელნი!”

* * *

„სამართლიანობა მოგიზღვავს სამაგიეროს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალებმა თავდავიწყებით იციან სიყვარული, მაგრამ იციან საშინელი სიძულვილიც”.

* * *

„მე არ ვთვლი პირდაპირობას ნაკლად, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას ზიანის მეტი არაფერი მოქავს”.

* * *

„გაჭირვების ჟამს დიდსულოვნებაა საჭირო”.

* * *

„სიყვარული გულის მზეა! მზეს კი რა ჩააქრობს?!”

* * *

„ჩემს სიცოცხლეში არ დავთვრებოდი, ღვინის გარეშე რომ შემეძლოს თავდავიწყება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება