ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის რომანიდან – „მატილდა”
„მე ყველაზე მძიმე მოვალეობა შევასრულე ამქვეყნად – გავაბედნიერე ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამწუხაროდ, ჩვენ უფრო მეტად საკუთარი ბედი გვაწუხებს, ვიდრე ქვეყნისა. მთელ ქვეყანას რომ ცეცხლი წაეკიდოს, კაცი მაინც თავის სადილზე და თავის საყვარელ ადამიანებზე იფიქრებს. რა საჭიროა თავის მოტყუება, ასეთები ვართ ადამიანები…”
* * *
„თუ ყოველდღე თვალს ადევნებ, როგორ იფურჩქნება ბაღი, ისეთი გრძნობა აღარ გექნება, თითქოს დრო სწრაფად მიჰქრის”.
* * *
„ადამიანი არ შეიძლება მიეჩვიოს შიშს”.
* * *
„ომი ცვლის ადამიანებს. ისინი გულქვანი ხდებიან. თორემ ვერ გადაიტანდნენ მძიმე განსაცდელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება კაცმა ცხოვრება იმითი დაიწყოს, რითაც დაამთავრა ხუთი წლის წინ”.
* * *
„ამ მიზნისაკენ მიისწრაფის ყველა მოკვდავი: ყველას სურს ცხოვრება თავისი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით მოაწყოს”.
* * *
„ცხოვრებაში არსებობს ისეთი რამ, რისი მოგონებაც არ ღირს”.
* * *
„რა ბედნიერებაა, რა უდიდესი ბედნიერებაა, რომ საყვარელ ადამიანს შეუძლია სულში ჩაგწვდეს, თორემ რა საშინელება იქნებოდა, რა მარტო იქნებოდნენ ადამიანები ამქვეყნად”.
* * *
„ალბათ, ყველა ადამიანი ვიღაცას ელოდება”. – (ავტორი გენია.ჯი)