ამონარიდები თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მე მგონია, სიცილით ადამიანის გამოცნობაც შეიძლება და თუ თქვენ მოგეწონათ სიცილი, თუნდაც ვინმე სრულიად უცნობი ადამიანისა, რომელსაც პირველად შეხვედრიხართ, გაბედულად თქვით, კარგი კაცია-თქო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს ზოგიერთი ისეთი დანაშაული, ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კანონებით, ქვეყნის დასაბამიდან რომ ითვლება უდავო დანაშაულად და ასეთად ჩაითვლება მანამდე, სანამ ადამიანი ადამიანად რჩება”.
* * *
„ხშირად ადამიანი ითმენს რამდენიმე წელიწადს, წყნარადაა, იტანს უსასტიკეს სასჯელს და უცებ იფეთქებს რაღაც პატარა, უმნიშვნელო რამეზე, ლამის არაფერზე. ერთი შეხედვით, მას გიჟიც შეიძლება უწოდოთ: ასეც იქცევიან”.
* * *
„თუ უნდათ სავსებით მოსპონ და გაანადგურონ ადამიანი, დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისე რომ უდიდესი ავაზაკი კაცისმკვლელი შეძრწუნდეს ამ სასჯელისაგან და წინასწარ უფრთხოდეს მას”.
* * *
„არაფერია იმაზე ძნელი, ვიდრე ხალხის ნდობა მოიპოვო და მისი სიყვარული დაიმსახურო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის ზოგი რამ, რასაც პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი”.
* * *
„ზნეობრივი შეჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე უმძიმესია”.
* * *
„ზოგს არავინ მოუკლავს, მაგრამ იმაზე საშინელია, ვისაც ათი მკვლელობა ჩაუდენია”.
* * *
„დიახაც, ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისაგან განდგომილიც კი”.
* * *
„ყოველი ადამიანი, ვინც უნდა იყოს, რაგინდ დაბეჩავებულიც, თუნდაც ინსტიქტურად, თუნდაც შეუგნებლად, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი”. – (ავტორი გენია.ჯი)