ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„დიდი უბედურებაა ქალისთვის ოჯახური სიტკბოების განუცდელად სიკვდილი, უქმარშვილო ქალი უკვალოდ გამქრალი ვარსკვლავია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რას გაიგებ, კაცის გული ხომ მკერდქვეშა ძგერს? თვალით ვერ დაინახავ, ხელით ვერ შეეხები. ვინ იცის, რამდენი გარეგნულად მორჩილი და უპრეტენზიო ადამიანი ღამეებს თეთრად ათენებს იმაზე ოცნებით, როგორ მოიპოვოს თანამდებობა, როგორ იბატონოს ადამიანებზე! დიახ!”
* * *
„ისევე, როგორც ყველა ყვავილი ადრე თუ გვიან გაიფურჩქნება, ქალსაც დაუდგება ხოლმე დრო, როცა მისთვის სიყვარული აუცილებელია”.
* * *
„ – ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, ახალგაზრდობა – კიდევ უფრო ხანმოკლე”.
* * *
„გაირბენენ წლები, ახალგაზრდობა შენც ჩიტივით გაგიფრინდება. დაგრჩება მხოლოდ ბებრული ძვლები და გამოუყენებელ შესაძლებლობათა სინანული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ახალგაზრდა ქალი თავისებურად კეკლუცია”.
* * *
„ლამაზ ქალებს მოხუცებულობაში ყველაზე უფრო სახე უმახინჯდებათ. თითქოს ბუნება ამით სამაგიეროს უხდის მათ. აჰა, ესეც თქვენა! რითაც ახალგაზრდობაში ამაყობდით, ტკბებოდით, თავს იდებდით, იმითვე იტანჯეთ მოხუცებულობისასო”.
* * *
„ზოგი ცოტა დაცდაში წლებს გულისხმობს”.
* * *
„ჩაცმა-დახურვა ადამიანს კი არა, ეშმაკსაც შეშლის ჭკუაზე”.
* * *
„ქალის გულს ისე არაფერი სპობს და ანადგურებს, როგორც გაცრუებული სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)