ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ოხ, რა დიდი სიკვდილია, შენივე ჯილაგისა რომ წაგიჭერს ყელში სხვათა საამებლად”. - (აჩრდილები) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისე დამცინის ხოლმე ბედი, რომ ჩემი დამცინავივით ვიცინი. ვიცინი, მაგრამ ვაი ამ სიცილს”. – (ცოცხალი სულები)

* * *

„ბოროტების შეცნობა ბევრჯერ ჭირს და მიტომაც გვიძნელდება მასთან ბრძოლა, მიტომ ვერ დაგვიმარცხებია ერთხელ და სამუდამოდ”. – (აჩრდილები)

* * *

„რასა ჰგავს ესა, კაცი კაცს ემეგობრება და ეძმობა მხოლოდ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ფონს გასასვლელად სჭირდება. ერთურთის ქებაში, მოჩვენებით პატივისცემასა და ერთგულების ფიცილში ამოსდით სული. თუ ვეღარ გამოადგებით, უბოდიშოდ შეგაქცევენ ზურგს, ხოლო თუ საჭიროებამ მოითხოვა, უცებ გამოჰკრავენ სარმას და სამარეში ჩასაშვებადაც აღარ დაენანებათ აქამდე ნაერთგულები და ძმადნაფიცი მეგობარი”. – (ცოცხალი სულები)

* * *

„ხანდახან სავალალოდ წასთვლემს ხოლმე სიკეთე”. – (აჩრდილები) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენი უადამიანობა იქამდე მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ „კაცური” არ დავამატეთ”. – (აჩრდილები)

* * *

„ადამიანმა მიაფურთხა თავისსავე უმაღლეს ღირსებას – ადამიანობას…” – (აჩრდილები)

* * *

„მაგაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს, რომ შენი სამყოფ-საფერი ჭკუა-გონება გქონდეს და სხვისი ჭკუით მოქმედებდე, შენი ჩაუმქრალი თვალები დაგიბრმავონ და სხვისი ბეცი თვალებით დადიოდე ამ გზაგაუკვალავ ქვეყანაზე”.

* * *

„ცხოვრებას რომ ჩავღრმავებივარ, ერთი აზრი დამფარფატებს: ცოდნა ყოფილა დიდი სიკეთეც და დიდი უბედურებაც. თუ კეთილ კაცში მოექცა, ქვეყანას ააშენებს, თუ ბოროტში დაისადგურა, ქვეყანას დააქცევს”. – (ცოცხალი სულები)

* * *

„დიდ სიყვარულს ხშირად დიდი სიძულვილი მოჰყოლია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>