ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობებიდან…
„ის რაც ხალხის სახეზე აისახება, უეჭველად ახდება”. – (ჯარისკაცის ქვრივი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არსებობისათვის ბრძოლა…
- ეს ადამიანის მიერ მოგონილი ერთ-ერთი უნამუსობაა”. – (მიზეზი)
* * *
„გვიან მხოლოდ მაშინ არის, როცა სასიკვდილო სარეცელზე წევხარ”. – (მიხაელის დაბრუნება)
* * *
„შენ ინატრე, თორემ საქმე ყოველთვის გამოჩნდება”. – (დურგალი)
* * *
„ – ძლიერებს ვეუბნები, რომ სიცოცხლე იმად არა ღირს, მისთვის თავი მოიკლა”. – (მიხეილის დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თითომ რომ თითო ლუკმა მოვიკლოთ, მეხუთეს ეყოფა საჭმელი”. – (დურგალი)
* * *
„ადამიანი მხოლოდ ის არის, რაც უნდა იყოს. და ვინც ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ანგარიშს არ გაუწევს გულის კარნახს, ყოველთვის უბედური იქნება”. – (მიხეილის დაბრუნება)
* * *
„ეს ბუნებრივი მიზეზ-შედეგია: რად გინდა ტუალეტი, თუ სამზარეულო არ გექნება!” – (დურგალი)
* * *
„სანამ ისეთ ადამიანს არ შევხვდებით, ვინც ჩვენს სულიერ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მარტოსულად ვითვლებით”. – (მიხეილის დაბრუნება)
* * *
„გარემოება ზოგჯერ გაიძულებს, საზიზღარ დათმობაზე წახვიდე. და როდესაც შენს ნამოქმედარს თვალს გადაავლებ, სიმწრით მიხვდები, ისეთი აღარა ხარ, როგორც ოდესღაც იყავი, და შენივე ნებით ცხოვრებას გაეთელვინე”. – (მიხეილის დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)