ამონარიდები ნაირა გელაშვილის მოთხრობებიდან…
„თუ სიკვდილი ერთხელ მაინც არ განგიცდია, უფლება არა გაქვს ვინმეს სიცოცხლე სიკვდილით დაამთავრო”. – (ჩვენება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერას ყველა კი არ აინტერესებს, სადა აქვს ამდენი დრო, ყველას აღზრდაზე და გამოწვრთნაზე იზრუნოს. ზოგს ერთხელაც კი არ შეხედავს სიკვდილამდე”. – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)
* * *
„ჩემი აზრით, ურთიერთობის გამოსწორება, მოგვარება, გარკვევა, მოლაპარაკება ხალხმა ბუნების წიაღში უნდა მოახდინოს. საქმე ბევრად უფრო სასიკეთოდ წარიმართება…” – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)
* * *
„ – თუ იმის იმედი გაქვს, რომ ქალს ძაღლიც არ უყეფს, მე მგონი, ცდები, ახლა ან ქალი შეიცვალა, ან ძაღლი, ან ორივე”. – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)
* * *
„წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად… ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადს როცა აიკრავ”. – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ მარტო ის აკეთე, რაც შეიძლება, მოწყენილობით მოკვდები…” – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)
* * *
„იმისდა მიუხედავად კარგია ცხოვრება თუ ცუდი, მძიმეა თუ გასახარელი, რაც დაგემართა, მთავარი ის არის, აზრს მიაგნო, რა რატომ ხდება”. – (სერსო)
* * *
„ – ძნელია ქართველობა. ძალიან ძნელია. მხოლოდ ქართველმა იცის, რისთვის. ქართველს ქართველის გარდა ვერვინ გაუგებს”. – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)
* * *
„ – ამბობენ, ცრემლი ღვთისმშობლის მადლიაო…” – (ამბრნი, უმბრნი და არაბნი)