ამონარიდები ოტია პაჭკორიას მოთხრობებიდან…

„ერთადერთხელ ემსგავსება ადამიანი მაცხოვარს – მხოლოდ სულის ხორცთან გაყრის ჟამს”. – (შენდობა) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ასე ყოფილა, არ არსებობს სიკეთე ერთის მიმართ და ბოროტება ერთის მიმართ”. – (გობელენი)

* * *

„სიყვარულით დაწყება იოლია; საქმე ისაა, სიყვარულით დაამთავრო”. – (შენდობა)

* * *

„იქნებ სიმართლე ცოტამ იცის, მაგრამ ხომ იცის ვიღაცამ”. – (გობელენი)

* * *

„რომ არ არსებობდეს ხსოვნა, არ იქნებოდა თრობის საბაბი”. – (შენდობა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ახალი ფრთოსნები ძველ ბუდეებში აღარ სხდებიან…” – (უკუქცევა)

* * *

„იქნება არაფერი არ არის გვიან ამქვეყნად, ვიდრე სული გიდგას პირში”. – (შენდობა)

* * *

„გაძლება სახელს უნდა და მარტოობას, სახელიანი კაცის ძნელ მარტოობას”. – (შენდობა)

* * *

„ – მეხსიერება საპყრობილეა”.

* * *

„ – თუ სიყვარული მიბაძვას ნიშნავს, საერთოდ არავინ და არაფერი მყვარებია ამქვეყნად”. – (შენდობა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება