ამონარიდები თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – „გზა ბავშვობისაკენ”

„ზოგჯერ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვასა თუ ვითარებას იმდენი თანმავალი აზრი ან ორაზროვნება ახლავს, რომ მის გარკვევას მთელი ცხოვრება სჭირდება…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაჟკაცობას პატიოსნება და სიკეთე თან რომ უნდა ახლდეს, ვეფხისტყაოსანშიც კი წერია”.

* * *

„განა არსებობს სხვა რამ გამაწონასწორებელი ძალა ან კანონი, ვიდრე ცხოვრების კანონია?”

* * *

„შენ სხვას უნდა გაუკვალო გზა, იმან კიდე სხვას, და ასე დაუსრულებლად…”

* * *

„ადამიანის არსებობის აზრი მიუწვდომელი მიზნისათვის ბრძოლაშია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დავიწყების უნარი ადამიანებს, ჭეშმარიტად, უსაზღვრო გვაქვს!..”

* * *

„ყოველი ადამიანი თავისი არსებობით ზომავს სიცოცხლის დასაწყისს და დასასრულს”.

* * *

„ოდესმე ხომ მომავალი უჩვენოდ იქნება”.

* * *

„რა არი რევოლუცია? – დაგუბებულის გადმოხეთქვა, ჯებირების ნგრევა და კედლების ლაწა-ლუწი, დიდი ალიაქოთი, გაწევ-გამოწევა, ძველის ნგრევა და სპობა. ჯერ ნგრევაა და მერე რაც არი, იცი შენ – ახლის შენებაა”.

* * *

„ – ეჰ, შვილო, მტვერია ჩვენი ცხოვრება, ა, ეს მტვერი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება