ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ცხოვრება ჭრელია – სად რას იპოვი და სად რას დაჰკარგავ, წინასწარ ვერ გამოიცნობ!” – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარდაუვალს ყოველთვის ურიგდება ადამიანი”. – კლავდია დევდარიანი (გულო)
* * *
„მძიმეა, მძიმე წუთისოფელი! ნეტავ ერთმანეთს დღეებს რად უმოკლებენ ადამიანები? სამარეში რად მიერეკებიან ერთმანეთს? პირიქით კი უნდა იყოს!” – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი)
* * *
„როგორ იქნებით ბედნიერი, თუ თქვენს მკერდში კეთილშობილური გული სცემს…” – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი)
* * *
„სიმართლე ადამიანის ყველაზე უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, მას ვერც ამოაყირავებ, ვერც ამოიკვნესებ, ვერც ამოიქვითინებ, თუმცა ყოველ ამოძახილში, ყოველ ამონაკვნესში, სიმღერაში, ტირილში იგი კვნესის, ტირის, ოხრავს, იცინის, კვდება და იბადება”. – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერიჰა, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რაც არ გინდა, ხშირად იმას აკეთებ”. – ივანე ურჯუმელაშვილი (ფერიცვალობა)
* * *
„მოდექი და იმტვრიე თავი: ცოლი, შვილები, სახლი, კარი, მტერი, მოყვარე, საჭმელი, სასმელი, ავეჯი, მანქანა… იტყვი უარს რომელიმეზე? ჯაჭვის რგოლებია – არც ერთი არ ამოვარდება. ცოლით კი იწყება ყველაფერი. ცოლი პირველი რგოლია. შეირთავ და მერე ათრიო უნდა მთელი ჯაჭვი”. – გიორგი კეჭაღმაძე (კარავი ღრუბლებზე)
* * *
„დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ადამიანთა ნახევარი მზადაა დაარღვიოს წესრიგი, მეორე ნახევარი კი უკრძალავს დაარღვიოს. ამრიგად: ჯერჯერობით წონასწორობა სუფევს! შემდგომში შეიძლება სულაც ისეთი სიტუაცია შეიქმნეს, როცა ეს ბალანსი დაირღვევა…” – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი)
* * *
„ნიცშემ და დოსტოევსკიმ თითქმის სტომაქამდე გააშიშვლეს ადამიანი, გამოაჩინეს მისი სიბინძურე, მიაღწიეს იმ ადგილამდე, სადაც კაცი ყარს”. – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი)
* * *
„ – ეჰ, ქვეყნად ყველას ეღალატება, შვილს კი არა”. – ივანე ურჯუმელაშვილი (ფერიცვალობა)