ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობიდან – „მიზეზი”
„ – ოთხმოცდაათი პროცენტი ადამიანებისა უგუნურია!.. დანარჩენები, ყველაზე მცირე პროცენტი, რომლებზედაც ამბობენ, გიჟები არიანო, შეურაცხადები, არაამქვეყნიურნი, უფრო ჰგვანან ნორმალურ ადამიანებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ავადმყოფ, ცბიერ, მტაცებელ ცხოველად იქცა. კაცობრიობას უგუნურობის ბეჭედი აზის. მას ადამიანურობა ჩამოშორდა”.
* * *
„ადამიანს მოტივი ისე არ უჩნდება, როგორც ძაღლს, რომელიც ძეხვს იმიტომ იტაცებს, რომ მშიერია. ადამიანისათვის მოტივი არის მიზეზთა გარდუვალ ჯაჭვში ერთი რგოლი, რაც მიჰყვება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ სამართლიან ადამიანად ის მიმაჩნია, ვინც ზედაპირული მოტივების მიხედვით კი არ მსჯელობს, არამედ ეძებს მოტივების მიზეზებს, პოულობს და განსჯის, თუკი განსჯა შეუძლია”.
* * *
„დანაშაულის მიზეზებს ადამიანებს თავში უჭედავენ იმ ასაკში, როცა იმათ არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ, როცა ბავშვები არიან და არ გააჩნიათ საკუთარი კრიტიკული აზროვნების უნარი… ასე აღმოჩნდებიან ადამიანები დამნაშავეები, როცა არ არიან დამნაშავენი…”
* * *
„ – ბავშვობა ყველაზე მშვენიერ ხანად მიმაჩნია ცხოვრებაში”.
* * *
„ – ბატონებო, თქვენს პირად დამსახურებას არ წარმოადგენს ის, რომ თქვენ მოსამართლეები ხართ, მე კი მკვლელი… ძალიან ადვილად შეიძლებოდა, შებრუნებულიც ყოფილიყო”.
* * *
„თითქმის ყველა დანაშაულის მიზეზი უნდა ვეძებოთ არასწორ აღზრდაში, ცრუ მორალში, უზნეო სოციალურ პირობებში”.
* * *
„ადამიანებს სული დასახიჩრებული აქვთ”.
* * *
„აუცილებლად უნდა მოისპოს დანაშაულობათა მიზეზები. თორემ ადამიანებს დააპატიმრებენ და დახვრეტენ ასი ათასი წლის შემდეგაც. განა ადამიანები ამისთვის იბადებიან?”
* * *
„ – თქვენ, ბატონო პროკურორო, ბრალმდებელი ხართ, ამიტომ ყველაზე დიდი დამნაშავე მთელს დედამიწის ზურგზე, თუმცა უდანაშაულოდ მიგაჩნიათ თავი, პასუხი უნდა აგოთ იმ მიზეზებზე, რამაც გაქციათ პროკურორად, რამაც გაქციათ დამნაშავედ”.
* * *
„ – როცა პირველად მოკვეთეს თავი ადამიანს, წყვდიადმა მოიცვა დედამიწა, რადგან სისხლმა აუვსო ადამიანებს თვალები”.
* * *
„ – რამდენს იწონის ადამიანის მოკვეთილი თავი? ხორციანად? ტუჩებიანად? თვალებიანად? როცა ჯერ ისევ თბილია… ასე ოთხ კილოს? იქნებ ხუთს? თავი ყუთში ვარდება… მიგორავს და ჩერდება. კვლავ აკეთებს მეოთხედ ბრუნს და სამუდამოდ ჩერდება. დევს პროფილში. პროფილში! თვალები დახუჭული ექნება თუ ღია? დაბრმავდება, თუ ერთ წუთს კიდევ დაინახავს რამეს?.. ეს უნდა იცოდეთ, თქვენ გამასამართლეთ მე”. – (ავტორი გენია.ჯი)