ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ბაგრატ მეშვიდე”

„სიკეთე საჭიროებით? არ ვიცი, ეს რა სიკეთეა!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ შეყვარებულს გულში ბულბულთან ერთად ყვავი უზის, რომელიც ეჭვით კორტნის”.

* * *

„მუდამ ენის გაბილწვით იწყება ერის დაქცევა”.

* * *

„დიახ, ყოველ დიდ საქმეზე ადამიანს ვნება აქეზებს”.

* * *

„გამჩენმა მისთვის მოგვიზომა კაცთ მოკლე ჟამი, რომ ღირსი არ ვართ გრძელ ცხოვრების”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიახ, როგორც გარყვნილი ვერ გაპატიოსნდება – ჯარი, გაქცევას შეჩვეული, ვერ იმამაცებს”.

* * *

„ყოველ ჭირით შეყრილზე სავალალოა მტერმორეული ერი”.

* * *

„დიახ, მამათა ჭრილობა გადადის შვილებზე, ზოგჯერ მეტის ტკივილით”.

* * *

„ყოველ ჟამს თავისი სიბეცე სჭირს”.

* * *

„სულმდაბალნი მხოლოდ ძლიერთა წინაშე ინანიებენ ცოდვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება