ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის რომანიდან – „მატილდა”
„ყველა ადამიანს თავისი სულიერი ტრაგედია აქვს გადატანილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იშვიათად თუ გაუღიმებს ადამიანს ბედი და ნამდვილ სიყვარულს განაცდევინებს. ამიტომ არის, რომ ნამდვილ ერთგულებას იშვიათად იჩენენ”.
* * *
„ბედნიერებას გაფრთხილება უნდა. მოჭარბებულ ბედნიერებას ზოგჯერ ადამიანი ვერ უძლებს”.
* * *
„როცა ადამიანს ბედნიერად მიაჩნია თავი, ყველა წვრილმანს ხალისით აკეთებს”.
* * *
„ქმარს გაშორებულ ქალზე უბედური ქვეყანაზე არავინაა. გაშორებას ყველაფერი სჯობია, ცუდი ქმარიც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს არ სურთ, რომ მათმა მახლობლებმა წმინდად შეინახონ, რასაც თვითონ უღალატეს”.
* * *
„ვაშლიც იზრდება და მწიფდება. ასე ემართება ადამიანსაც…”
* * *
„ – იესო ქრისტე პირველი ჭეშმარიტი დემოკრატია. იგი არ ინებებს, უმწეონი ტირანიისა და თვითნებობის მსხვერპლნი გახდნენ”.
* * *
„მდიდარი მდიდარს იპოვის”.
* * *
„ – არც ძეგლი მინდა, არც ჯვარი, არც სახელი, მხოლოდ იასამანი დარგეთ ჩემს საფლავზე”. – (ავტორი გენია.ჯი)