ამონარიდები ფრანსუა მორიაკის რომანიდან – „ასპიტთა ბუდე”

„სიმართლე ითქვას, არავინ თავის სახეს არ გვაჩვენებს, არავინ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დღეს მეტი წილი ადამიანებისა ერთმანეთს არჩევანით კი არ უკავშირდებიან, არამედ შემთხვევით, ორი, ურთიერთ ახლოს მდგარი ხესავით, რომლებიც ერთმანეთში ტოტებს გადახლართავენ მხოლოდ იმიტომ, რომ გაიზარდნენ”.

* * *

„ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ უნდა აიძულო გული გაჩუმდეს”.

* * *

„ყოველი ადამიანი აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მეტს ვერც მოთხოვ”.

* * *

„თქვენთვის, მორწმუნეთათვის კი არ გამოცხადდა ღმერთი დედამიწაზე, არამედ ჩვენისთანა ცოდვილებისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეტისმეტი ლაციცი ღალატის უტყუარი ნიშანია”.

* * *

„კეთილი საქმეები” უძირო ქვესკნელს ჰგავს, რომელიც ყველაფერს ნთქავს”.

* * *

„სწორედ ამაშია სიბერის საშინელება, რომ იგი საბოლოო შეჯამებაა ჩვენი განვლილი ცხოვრებისა, სადაც უძლურნი ვართ შევცვალოთ ერთი ციფრიც კი”.

* * *

„ადამიანში იმედები ჭანგას ფესვებივით ღრმად არიან გადგმულნი და შეუძლებელია მათი ამოგდება”.

* * *

„დიდი სითამამეა მიცვალებულთა განსჯა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება