ამონარიდები თედორე დოსტოევსკის პირველი რომანიდან – „საწყალი ადამიანები”

„მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაუფიქრებლობა და გატაცებანი ღუპავენ გამოუცდელ ახალგაზრდებს”.

* * *

„სამწუხაროა ამის ფიქრი, რომ არც დღე იცი და არც საათი, როდის მოვა აღსასრული… კვდები ადამიანი ასე ტყუილუბრალოდ”.

* * *

„ჰო, რა თქმა უნდა, როცა ადამიანს გროში არ გააჩნია, უბედური იქნება”.

* * *

„საშინელებაა, როცა გესმის – ღვთის გულისათვის გამიკითხეთო! შენ კი ეუბნები – ღმერთი მოგცემსო და გვერდს აუვლი”.

* * *

„გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. ანდა რა საჭიროა სასოწარკვეთა? ეს ყველაფერი დროებითია!”

* * *

„ეს ყოველთვის ასე ხდება, ყველაფერში რაღაც მსგავსებას ხედავ ადამიანი შენს მდგომარეობასთან”.

* * *

„ეჰ, რარიგად ანადგურებს სიღარიბე ადამიანს!”

* * *

„არ ვარგა კაცი ღმერთთან მოლაპარაკებას აწარმოებდეს”.

* * *

„საწყალ ადამიანსაც არ უყვარს, როცა მის გალიაში იცქირებიან და უთვალთვალებენ, როგორი ოჯახური პირობები აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება