ამონარიდები გერმანელი მწერლების მოთხრობებიდან…
„ვისაც სიმდიდრე არ უწერია, ოქრო ისე უქრება ჯიბიდან, თვითონაც ვერ იგებს”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატივმოყვარეობა გახლავთ – ადამიანის ყველაზე მტკივნეული ადგილი”. – ადალბერტ ფონ შამისო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავლი)
* * *
„სიყვარულით გამოწვეულ ტკივილზე ძნელი არაფერია ქვეყანაზე. არაფერი შეედრება სიყვარულსა და გზნებაში სასოწარკვეთილი სულის მოუთმენლობას…” – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„უბედურება და გაჭირვება სათქმელს მალე ამჟღავნებს”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (მეზობლების უცნაური ბავშვები)
* * *
„არ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩემი უფლებების დაცვა არ სურთ, მაშინაც კი, როცა ფეხქვეშ გათელვას მიპირებენ”. – ჰაინრიხ ფონ კლაისტი (მიხაელ კოლჰაასი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უპირველეს ყოვლისა საჭიროა იცნობდე მტერს, ვისი დამარცხებაც განგიზრახავს”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„სადაც სიმტკიცეა, იქ გამარჯვებაცაა”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„ჯერ კიდევ არიან ისეთი უცნაური ადამიანები, რომლებსაც საღ აზრს ვერ შეაგონებ და სინამდვილეზე მეტად სასწაულისა სჯერათ”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„ყოველ შეყვარებულს მხოლოდ თავისი სიყვარულის შესახებ სურს ლაპარაკი, ისევე როგორც ყოველი პოეტი მხოლოდ საკუთარ ლექსებს ისმენს სიამოვნებით”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„მიჯაჭვულსა და შებორკილს განა ფრთები რას უშველის?” – ადალბერტ ფონ შამისო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავლი) – (ავტორი გენია.ჯი)