ამონარიდები ალფონს დოდეს რომანიდან – „კაცუნა”

„საშინელებაა ცხოვრება, როცა გარშემო არაკეთილისმსურველები გახვევია, როცა განუწყვეტლივ გეშინია და ყურადღება დაჭიმული გაქვს, როცა სულ ერთთავად გაბოროტებული და საბრძოლოდ შემართული ხარ. საშინელებაა დასჯაც, რადგანაც შეიძლება შენდა უნებურად უსამართლობა ჩაიდინო. საშინელებაა მუდამ ეჭვში იყო, ყველგან მახეს ხედავდე დაგებულს, მშვიდად ვერც ჭამო და ვერც დაიძინო, განუწყვეტლივ „შერიგების” წუთშიც კი იმას ფიქრობდე: „ღმერთო ჩემო!.. ნეტავ აწ რაღას მიპირებენ კიდევ?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანს ახალგაზრდობაში საგნებსა და ადამიანებზე სრულიად უკუღმართი წარმოდგენა აქვს”.

* * *

„ცხოვრების უდიდესი ტკივილების მოსაშუშებლად მე მხოლოდ სამი წამალი ვიცი: შრომა, ლოცვა და ჩიბუხი”.

* * *

„რა უცნაური ხელობის არჩევა გიხდება ხანდახან კაცს ლუკმაპურისთვის…”

* * *

„არის ხოლმე დღეები, როცა ადამიანი შეშლილს ემსგავსება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება მაშინებს…”

* * *

„თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით!”

* * *

„არის ბედნიერი წუთები, რომლებიც აღარ მეორდებიან”.

* * *

„ყოველმა ჩვენგანმა ჩვენ-ჩვენი გზა უნდა მოვძებნოთ”.

* * *

„ფილოსოფოსებს არ შეშვენით გულის აჩუყება…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>