ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნოველიდან – „ეტრუსკული ლარნაკი”
„თქვენ, მამაკაცებს ყველას გსურთ დონ-ჟუანის სახელი გაითქვათ. თქვენ გგონიათ, რომ სხვებს ასულელებთ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად თქვენზე უფრო გაქნილ დონა-ჟუანეტებს წააწყდებით ხოლმე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ყოფილა როდისმე ორი ადამიანი, რომ ერთმანეთისაგან დაფარული არაფერი ჰქონოდათ?’
* * *
„ის ადამიანი, რომელიც თავის ხვაშიადს გვანდობს, როდესაც ჩვენ არაფერს ვეკითხებით, ჩვეულებრივ ნაწყენი რჩება, თუ ჩვენსასაც არ შეიტყობს. ხალხს ჰგონია, თითქოს გულახდილობის პასუხი ისევ გულახდილობა უნდა იყოს”.
* * *
„ახალგაზრდა კაცებისთვის პირველ რიგში კარგი ცხენი და შემდეგ ლამაზი საყვარელი ყველაზე უფრო სასურველი საგნებია”.
* * *
„რათა ქალს მოეწონო, პირველი პირობაა – თავისებური იყო, სხვებს არა ჰგავდე”.
* * *
„შნოიანი სახე და ჩაცმის გემოვნებაა სწორედ ის თვისება, რომელიც უმკაცრეს ქალებსაც აცდენს”.
* * *
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეშმაკი უხილავად ყოველთვის თვალს ადევნებს ყველა უბედურს, რომელიც იტანჯავს თავს. სანახაობა სასიამოვნოა ადამიანთა მოდგმის მტრისათვის; და როდესაც მსხვერპლი გრძნობს, რომ ჭრილობები უკვე უშუშდება, ეშმაკი იქვეა და ხელახლა უხსნის მათ”.
* * *
„როდესაც ვნებათაღელვა გვათამაშებს, ჩვენი თავმოყვარეობა მცირეოდენ ნუგეშს მაინც გრძნობს, თუ ჩვენი სიამაყის მწვერვალიდან დავცქერით საკუთარ სისუსტეს. „მართალია, სუსტი ვარ, ვამბობთ ჩვენს გულში, მაგრამ აბა მოვინდომო!”
* * *
„აბეზარი ადამიანი ადვილად არ ეშვება თავის მსხვერპლს”.
* * *
„ვგრძნობ, რომ თქვენი მაღალი გონების წყალობით, ქალბატონებო, თქვენ ერთი ლიეს მანძილზე უღებთ ალღოს სულელ მამაკაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)