ამონარიდები პროსპერ მერიმეს პიესიდან – „წმინდა ნაწილების ეტლები”
„ვისაც სიყვარული შეუძლია, იმას ბევრი რამის პატიებაც შეუძლია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცნობილია, რომ მოურჯულებელი ცოდვილები მხოლოდ სიკვდილის წინ იხსენებენ ხოლმე თავიანთ შემოქმედს, როცა უკვე დაგვიანებულია, რომ საბრალო მღვდელმა ქვეითად მას სულიერს მისუწროს”.
* * *
„ხანდახან მსხვერპლის გაღებაც უნდა შეგეძლოთ”.
* * *
„ჩვენ შორის პატარა, მაგრამ გაცხარებული ომი წარმოებს გაკილვის და ცილისწამების იარაღით”.
* * *
„მე ღირსებას ვაძლევ უპირატესობას რიცხვის წინაშე”.
* * *
„მოიპოვებიან ადამიანები, რომელნიც ყველგან მხოლოდ ცუდს ხედავენ, თვით ისეთ რამეშიც კი, რაც თავისთავად სრულიად უწყინარია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცილისწამებას საზღვარი არ აქვს და თუ ბოროტმა ენებმა ვინმეს გაკილვა დაიწყეს, ყოველთვის გამოძახილს იპოვნიან ყოველი მხრიდან”.