ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნაწარმოებებიდან…
„ბრძოლის დროს კარგი დიაცის როლი იმაში მდგომარეობს, რომ თოფი გასტენოს ქმრისთვის”. – (მატეო ფალკონე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გახსოვდეს, რომ უძვირფასესი განძი კეთილშობილი მამაკაცისათვის მისი პატიოსნებაა”. – (სულნი სალხინებლისანი)
* * *
„ჩვენ ყველას გვჭირდება რჩევა-დარიგება”. – (ქალი სატანა ანუ წმინდა ანტონის ცთუნება)
* * *
„თვითეულ ჩვენგანს თავისი გარეული ფრინველი ჰყავს მოსანადირებელი”. – (სულნი სალხინებლისანი)
* * *
„ზოგიერთი დასცინის შორეულ ხიფათს და თრთის, როცა იგი მიუახლოვდება”. – (სულნი სალხინებლისანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მღვიძარეც უნდა იყოს სული, ადამის მოდგმის მტერს, გველს, მისი უმცირესი ხვრელი ეყოფა, რათა შიგ თავისი შხამი ჩააწვეთოს სამუდამოდ მოსაწყლავად”. – (ქალი სატანა ანუ წმინდა ანტონის ცთუნება)
* * *
„ძალაუნებურად მამაცი იქნები, როცა ჯიბეში გახვრეტილი გროში არა გაქვს”. – (სულნი სალხინებლისანი)
* * *
„აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა რა მძიმეც არ უნდა იყოს იგი”. – (ქალი სატანა ანუ წმინდა ანტონის ცთუნება)უმჯობესია ადამიანს სრულიად არაფერი აჩუქო, ვიდრე ცუდი რამ უძღვნა”. – (ზეცა და ჯოჯოხეთი)
* * *
„ყოველი ქალი ნაღველასავით მწარეა; მაგრამ მათ ორი ტკბილი წუთი აქვთ, ერთხელ სარეცელზე, მეორედ სიკვდილის ჟამს”.
* * *
„უმანკოა ის, ვისი სიყვარულიც არავის სურს”. – (ავტორი გენია.ჯი)