ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ფეხზე – საკუთარი ქალამანი, მხრებზე – საკუთარი თავი”. – რადიარდ კიპლინგი (ჰაულის თჰანაში) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ჩვენ ამ ქვეყნად ისედაც უბედურები არა ვართ, რომ ჩვენს ტანჯვას ფლასი და გვემა არ მივუმატოთ?” – პროსპერ მერიმე (ქალი სატანა ანუ წმინდა ანტონიოს ცთუნება)
* * *
„მყვირალა მოდა, ძალიანაც სასაცილო რომ იყოს, ბოლოს მაინც მონახავს წამხედურა ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ არც თავიანთ ცხოვრებაზე ჩაფიქრებულან და არც სოფლის ავ-კარგზე”. – ვილჰელმ ჰაუფი (ინგლისელი ყმაწვილი)
* * *
„მგელი ფარაში ყოველთვის მსუქან ცხვარს ირჩევს”. – რადიარდ კიპლიმგი (ღმერთების ხაზინა)
* * *
„ამ ქვეყნად ყველა თავის სარგებელს ელის”. – ალბერტ ფონ შამისო (პეტერ შმეილის უცნაური თავგადასავალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი შეიძლება დიდი მეცნიერი იყოს, ცხოვრებაში კი სრულიად ჩვეულებრივი რამ არ იცოდეს და საქვეყნოდ ცნობილმა ამბავმა საგონებელში ჩააგდოს”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)
* * *
„წიგნმა ხაშხაშივით იცის მიჩვევა. წიგნი რომ წაართვათ კითხვას მიჩვეულ ადამიანს, მოიქუფრება, აფორიაქდება და ხუთი წლის წინანდელი გაზეთების ან ტელეფონის წიგნის კითხვას დაიწყებს. რაღა კიტხვის მოყვარული და რაღა ის ლოთი, არაყს რომ ვერ იშოვნის და პოლიტურას ეცემა ხოლმე”. – უილიამ სომერსეტ მოემი (მთვარე და ექვსპენიანი)
* * *
„ცოტა ხნით მაინც გამოვადგეთ ურთიერთს, ერთმანეთთან დაშორებას ყოველთვის მოვასწრებთ”. – ალბერტ ფონ შამისო (პეტერ შმეილის უცნაური თავგადასავალი)
* * *
„უბედურება თავისთავად მოდის”. – პროსპერ მერიმე (ქალი სატანა ანუ წმინდა ანტონიოს ცთუნება)
* * *
„ყველა ცოდვილია”. – თედორე დოსტოევსკი (საწყალი ადამიანები) – (ავტორი გენია.ჯი)