ამონარიდები ამერიკელი მწერლების ნოველებიდან…
„დიდი ვნება შეუძლია მოუტანოს მამამ ქალიშვილს, ან დედამ ვაჟიშვილს, თუ მეტისმეტად დაიახლოვებს და გაანებივრებს. ცხოვრებაში რომ გავა, ქორწინების შემდეგ შვილი მეუღლეში დაიწყებს იმავე ბრმა სათნოების ძიებას, და რაკი ვერ ჰპოვებს, სიყვარულსა და ცხოვრებას ზურგს შეაქცევს”. – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ისევ ჩავიდა ბაბილონში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ცოტას იგებ იმისგან, ვინც ლაპარაკით გაოსებს და იმისგანაც, ენას ძლივს რომ აბრუნებს”. – უილიამ საროიანი (ის საბრალო დახრუკული არაბი)
* * *
„ …ერთიანი და განუყოფელი ერი, სადაც არსებობს საყოველთაო თავისუფლება და სამართლიანობა… ასეთი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა”. – ლენგსტონ ჰიუზი (პარასკევ დილით)
* * *
„ – მოსაბეზრებელია ყველაფერი, რაც გაჭიანურდება”. – ერნესტ ჰემინგუეი (კილიმაჯაროს თოვლიანი მთა)
* * *
„არ შეიძლება ყველაფრის დავიწყება!” – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ისევ ჩავიდა ბაბილონში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუმცა მხედველობა ყველასა აქვს, ერთობ მცირედნი თუ ხედავენ ნამდვილად”. – უილიამ საროიანი (ხუთი მწიფე მსხალი)
* * *
„ოჯახში ჩხუბი აუტანელია. არავითარ წესს არ ემორჩილება. ტკივილსა და ჭრილობასაც არა ჰგავს, უფრო კანზე გაჩენილ ნაპობს მოგვაგონებს”. – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ისევ ჩავიდა ბაბილონში)
* * *
„მე მგონი ღმერთი იმათ ეხმარება, ვინც ხელს ანძრევს”. – ლენგსტონ ჰიუზი (თავშესაფარი)
* * *
„ჩემს სიცოცხლეში ჩემი შვილებით არ დამიკვეხნია. მამაჩემმა ასე გაგვზარდა, თავიდანვე ასე შთაგვაგონა, ახლო ნათესავით კვეხნა-ტრაბახი ცუდი აღზრდის ნიშანიაო. თუ სხვებს სურთ შექება, – გვეუბნებოდა მამაჩემი, – დაე, თვითონ აქონ, არც სიტყვით, არც თითის მოძრაობით არ აგრძნობინოთ თუ ხვდებით, რას ლაპარაკობენო. გაუშვი, სხვებმა აქონ, თქვენ ხმასაც ნუ ამოიღებთო”. – თომას ვულფი (დაკარგული ბიჭი)
* * *
„ცხოვრებაში ხშირად გამოგადგება, თუკი ჭკუა გიჭრის და შეგიძლია შეითვისო ყველაფერი, რასაც მოისმენ, იგრძნობ ან დაინახავ”. – შერვუდ ანდერსონი (ოჰ, რა სულელი ვარ!) – (ავტორი გენია.ჯი)