ამონარიდები რადიარდ კიპლინგის მოთხრობიდან – „დრეი ვარა იაუ დი”

„ატყუეთ ღმერთი და წინასწარმეტყველიც, ნება თქვენია, მაგრამ იცოდეთ, ვერ მოატყუებთ ქალს ვერასოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სევდა ახრჩობს ადამიანს? მიეცით ფული, ამბობენ საჰიბები. პატივაყრილია? მიეცით ფული, ამბობენ საჰიბები. გული დაუკოდეს? მიეცით ფული, ამბობენ საჰიბები. აი, როგორნი არიან ისინი და შენც, თვით შენც კი ამდაგვარი ხარ”.

* * *

„მისმინე: თუ უსაშველოდ დიდია დარდი, მაშინ სიტყვაა მისი წამალი”.

* * *

„ერთგული კაცის გონება ჭაა ისეთი, სადაც ნასროლი ქვა აღსარებისა ღრმად იძირება, აღარავისთვის და არასდროს ჩანს მერე”.

* * *

„თუ არ ქალისთვის, ვისთვისღა აბა, იგლეჯს გულს კაცი და ნაფლეთ-ნაფლეთ წვავს მას ნელ ცეცხლზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ო, დრო მოაწევს, იცოდე შენიც”.

* * *

„რაჰმანი ამბობს: თუ კაცის გულს სიყვარული განეწონება, ჭკუა და გონება ებინდება, თვალთა ისრებით გიმონებსა და წამწამებით, გადარკალული წარბებით გიპყრობს, ტყვედ გიგდებს ხელად. ვერ გამოგიხსნის ვეღარავინ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იცი, რას გეტყვი, ჩემო ძმაო, ადამიანის ვნება-სურვილი, როცა ერთ მიზანს გაეწონება, აღარ ეშინის მას არც კაცის, ღვთის ან ეშმაკის”.

* * *

„აბა, რომელი სიყვარული დაედარება გრძნებით სიძულვილს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>