ამონარიდები ჟორჟი ამადუს რომანიდან – „ქალაქი ილეუსი”
„ადამიანები ყოველთვის თვალთმაქცობენ, როლებს თამაშობენ, თითქოს სცენაზე არიანო, მაშინაც კი, როცა ხმას არ იღებენ, როცა არაფერს ჰყვებიან… ადამიანები ერთმანეთს ემალებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებისეული წვრილმანები გვითრევს, გვჭყლეტს, გვამახინჯებს, გვხოცავს”.
* * *
„ – ყველას შეუძლია გამოსწორდეს…”
* * *
„ბედი იქ, ზემოთ წყდება”.
* * *
„თუ თქვენ გიყვართ იგი, მიჰყევით თქვენს სიყვარულს. მიჰყევით თქვენს ბედს. რამდენი ტანჯვაც უნდა შეგხვდეთ, ყოველთვის ბედნიერი იქნებით. მე ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, ჩემი ტანჯვის მიუხედავად. მიჰყევით თქვენს ბედს, ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელიც მალე სიცოცხლეს გაეყრება. ნუ შეგეშინდებათ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძველი ბრძოლა ნამუსიანი ბრძოლა იყო, მოტყუების გარეშე. დღევანდელი ბრძოლა კი მთლიანად მოტყუებაზე, ბინძურ, თაღლითურ ფანდებზე არის აგებული”.
* * *
„ტუჩებს შეუძლიათ სასწაული მოახდინონ, რადგან ბადებენ სიტყვათა მთელ სამყაროებს”.
* * *
„მამაკაცების საუბარი ყოველთვის ბრძოლაა, აქ ყოველი სიტყვა ორაზროვანია და თანამოსაუბრისათვის თითქმის ყოველთვის სათაკილო; ესაა სიტყვიერი ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველას გამარჯვება უნდა”.
* * *
„მეტისმეტად ბევრი ფულია საჭირო”.
* * *
„მართლმსაჯულება ყველასათვისაა შექმნილი”. – (ავტორი გენია.ჯი)