ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „საწყალი ადამიანები”
„ყოველი ადამიანის ხვედრი ცხოვრებაში უზენაესის მიერ არის განსაზღვრული, ზოგს მინიჭებული აქვს, რომ გენერლის ეპოლიტები ატაროს, ზოგი ტიტულიანი სოვეტნიკად მსახურობდეს, ზოგი მბრძანებლობდეს, ზოგი კი ხმის ამოუღებლად და შიშით მორჩილებდეს. ეს უკვე ადამიანის უნარის მიხედვით არის გაანგარიშებული; ერთი – ერთი საქმისთვის ვარგა, მეორე – მეორე საქმისთვის. უნარს კი თავად ღმერთი განსაზღვრავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მქონია შემთხვევა, მეჭამა უცხოს ლუკმა. ავია ის, ავი, იმდენად ავი, რომ თუ გულში ვერ ჩაგწვდა, გაგამწარებს საყვედურებით, დამადლებით, ცუდი თვალით”.
* * *
„მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩემთვის; მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე, როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრაკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს”.
* * *
„ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არა არის რა, თუ არ სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია”.
* * *
„ქვეყანა ავია და ხალხი უსამართლო!”