ამონარიდები ფრანსუა მორიაკის რომანიდან – „ასპიტთა ბუდე”
„საკვირველია, როცა პატარა ბედნიერება შემოგვეყრება, რატომ იდუმალი ხმა არ გაგვაფრთხილებს: „რაც არ უნდა ჟამგრძელი იყო, არასოდეს ასეთი ბედნიერი აღარ იქნები, როგორც ახლა იყავი, ამ რამდენიმე საათში. მაშ დატკბით და ბოლომდე შესვი ბედნიერების ეს ფიალა, ამის მეტი აღარაფერი გერგება. წყარო, რომელიც ცხოვრების მანძილზე პირველად შეგხვდა, უკანასკნელი იქნება. მოიკალი წყურვილი ერთხელ და საბოლოოდ, რამეთუ მეტად ვეღარ იხილავ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა უნდა დათმოს მდაბიო მისწრაფებანი მაღალი, კეთილშობილური იდეალების გულისათვის”.
* * *
„მარტო მყოფ ადამიანს თავის თავისადმი რწმენა ეკარგება. საჭიროა გვერდით გყავდეს ადამიანი, მეგობარი, რომელიც შენი ძლიერების მოწმე იქნება. ადამიანი, რომელიც შეაფასებს შენს მარცხსა და წარმატებას. ადამიანი, ვინც დიდების გვირგვინით შეგმოსავს მიღწევების შემთხვევაში”.
* * *
„ადამიანებს, რომლებიც სიყვარულში უბედურნი არიან, ისე აქვთ ალღო განვითარებული, რომ ხელად გამოიცნობენ ხოლმე სხვების მხურვალე სიყვარულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა, რომელსაც ცხოვრება გაუცრუვდება, საჭიროა მოძებნოს მიზეზი ამ მარცხისა”.
* * *
„ამქვეყნად ორი ჯგუფი არსებობს: მესაკუთრენი და არაფრისმქონენი”.
* * *
„რა თქმა უნდა, ჩვენში მეგობრული და ტკბილი ოჯახებიც არსებობს, მაგრამ თუ დაფიქრდები რამდენია იმგვარი ოჯახი, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი სძულს, თუმცა ერთ მაგიდაზე ჭამენ, ერთი პირსაბანიდან იბანენ პირს, ერთი საბნის ქვეშ სძინავთ – პირდაპირ საკვირველია, რომ შედარებით კიდევ ნაკლებია განქორწინებები! ერთმანეთი სძულთ და დაცილება კი ვერ გადაუწყვეტიათ. ისევ ერთ ჭერქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას”.
P.S. ცნობისათვის, აღნიშნული პოსტი გენია.ჯი-ს მეთერთმეტეათასე (11 000) ინფორმაციაა ინტერნეტსივრცეში.