ამონარიდები ჩინგიზ აითმათოვის რომანიდან – „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე”

„ქონებას წაგართმევენ – არ დაიღუპები, როგორმე გაუძლებ, სულში ჩაფურთხებას კი ვერაფერი გადაგავიწყებს, ვერაფერი წაშლის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მხოლოდ მას ერთს, უხილავსა და უცნობელს, შესწევს ძალა ადამიანის გონებაში შეარიგოს საწყის-სასრულის, სიკვდილ-სიცოცხლის შეურიგებლობა. იმიტომაც შეიქმნა ალბათ ლოცვები. ღმერთს ხმას ვერ მიაწვდენ, გინდაც იყვირე და იბღავლე, ვერ ჰკითხავ, ასე რად დაადგინე, დაბადებული რომ უნდა მოკვდესო. ასეც ცხოვრობს ადამიანი მას აქეთ, რაც ეს დუნია გაჩნდა. არ ეთანხმება, მხოლოდ ურიგდება”.

* * *

„ზედმეტი აბა რა საჭიროა?”

* * *

„ჩვენს შვილებს მოუწევთ ყველაფერს თავისი ჭკუით, თავისი ფიქრით ჩასწვდნენ და ნაწილობრივ ჩვენ მაგივრადაც აგონ პასუხი. ფიქრი კი ყოველთვის სამძიმოა, იმიტომაც ჩვენზე უფრო გაუძნელდებათ”.

* * *

„ჭეშმარიტება ყველასთვის ერთია, საყოველთაოა, მაგრამ გაგება კი ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს და ჩვენვე მიგვყვება მიწაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – შეიძლება მიწა მოსტაცო, სიმდიდრე, სიცოცხლეც კი წაართვა ადამიანს, მაგრამ ვის მოაფიქრდა, ვინ გაბედა მეხსიერება დაუკარგოს ადამიანს?! განა ისედაც ცოტა ცოდვა და ბოროტება ტრიალებს წუთისოფელში?”

* * *

„თავიდანვე ბოროტება, ცოდვა, უსამართლობა სდევდა სიმდიდრეს”.

* * *

„ვინც იბადება, იმას დამარხვაც ჭირდება”.

* * *

„არც სიკვდილია იოლი საქმე და არც ადამიანის წესიერად და პატიოსნად დამარხვა…”

* * *

„ჩვენი ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამ ჩვენი ქვეყნისა, მაშასადამე, ჩვენი ჯანრთელობა – სახელმწიფო ქონებაა. დიახ, ბატონო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>