ამონარიდები რინგეა რანგჰავის რომანიდან – „დიდი ქალაქის დაღუპვა”

„მზემ რომ სამუდამოდ პირი იბრუნოს და დედამიწაზე წყვდიადი გამეფდეს, ხევხუვებს რომ გამოძახილი აღარასოდეს მოედოს, ქარმა რომ მთები ზეცად ატყორცნოს, დიაცებმა რომ ბავშვთა მაგივრად ქვები შობონ, დიდი ინდი რომ უკუღმა იქცეს და ღრიალით მიაწყდეს მთებს, ეს აყვავებული ხეობა რომ უნაყოფო უდაბნოდ იქცეს და სწრაფ კარსარავინიში წყლის მაგივრად სისხლმა იწყოს ჩქეფა, – მაშინაც კი მონა მონად დარჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი ცოდვის უპირველესი მიზეზი დიაცია”.

* * *

„ერთი კაცის სიკვდილით სიცოცხლე არ წყდება”.

* * *

„ყველაფერი ბედისწერას უპყრია ხელთ. თუ იგი წყალობის თვალით უყურებს ადამიანს, იმასაც ექნება ყველაფერი, რითაც სამყაროა განთქმული”.

* * *

„ვერაფერს გაარჩევს კაცი ამ უსამართლობის ოკეანეში! აბა როგორ მიხვდები წინასწარ – მაღლა აგიტაცებს თუ ძირს დაგცემს ტალღა? ვინ დაიტრაბახებს, მე შემიძლია მივხდეო?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საქმის კაცი გულჩვილი არ უნდა იყოს”.

* * *

„ცუდ ყოფაში ჩავარდება ის, ვინც თავის საიდუმლოებას ქვეყანას მოსდებს”.

* * *

„ბრძენად ის თქმულა, ვინც დაღამებამდე ეძებს გზას”.

* * *

„ადამიანის სიყვარული – აი, რა უნდა იყოს მთავარი ცხოვრებაში!..”

* * *

„ჭეშმარიტ ადამიანს თავისი თავის დანახვისას დარდი შემოაწვება გულზე. ამ წუთს მას სძაგს თავისი თავი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>