ამონარიდები რინგეა რაგჰავის რომანიდან – „დიდი ქალაქის დანგრევა”

„ასეთია ქალის ბუნება: მას ერთი სული აქვს როდის მოხიბლავს და მოაჯადოებს ძლიერ, სახელოვანსა და პატივცემულ ადამიანს, რათა ღირსება შესძინოს საკუთარ თავს…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ადამიანს შოლტი არ უჭირავს, პირუტყვი არ ემორჩილება მას. ღმერთს გონივრულად შეუქმნია ყოველი არსი. ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. მაგრამ ყველგან ძლიერი ხელია საჭირო!”

* * *

„რწმენა ცხოვრების ჭეშმარიტი საფუძველია”.

* * *

„ჭეშმარიტად დიდი ადამიანი ისაა, ვის წინაშეც, როგორც ბალახი ნამგალქვეშ, ისე თრთის მილიონობით ხალხი!”

* * *

„ძმათაშორის ომს სიკეთე არ შეიძლება მოჰყვეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თვით ღმერთებმა განსაზღვრეს წინასწარ, რომ მრავალ ადამიანთაგან მხოლოდ ერთი უნდა აღმოჩნდეს ყველაზე გონიერი და ძლიერი, რათა სხვები დაიმორჩილოს!..”

* * *

„ყველაზე დიდი ცოდვა ისაა, რომ დამონებული მონობას შეურიგდეს”.

* * *

„ის, ვინც თავის ბედნიერებასა თუ უბედურებაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვინემ სხვისაზე, უთუოდ დაიღუპება”.

* * *

„ის მხედართმთავარი კი არ არის სახელოვანი, რომელიც სიცოცხლეს სწირავს, არამედ ის, ვისაც შეუძლია სიცოცხლეს გამოსალმოს მტერი”.

* * *

„დრო – ეს მახრჩობელა გველი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება