ამონარიდები პერ ლაგერკვისტის რომანიდან – „ჯუჯა”
„ადამიანები მეტისმეტად სუსტები არიან და ძალიან შორს დგანან სინამდვილისაგან საიმისოდ, რომ თავიანთი ბედი საკუთარი ხელით გამოჭედონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ქალაქი აუღებელი და მიუვალია, ვიდრე შეიჭრებიან და დაიმორჩილებენ”.
* * *
„ჩემი თვალების აღნაგობა, სხვებთან შედარებით, განსხვავებულია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, თითქოს ცუდი მხედველობა მქონდეს, ამ ცოდვილ მიწაზე ყველაფერს შესანიშნავად ვხედავ”.
* * *
„ვის არ მოხიბლავს ისეთი ხელისუფალი, ვისთვისაც არავითარი დაბრკოლება არ არსებობს მიზნისკენ მიმავალ გზაზე!”
* * *
„არის წუთები, როცა დროის შეგრძნება თითქმის იკარგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულის მადლმოსილი ძალა თვით უხეშობასაც კი სიფაქიზეს ანიჭებს, მიწიერ არსებებს ზეციურ კანონებს კარნახობს. აიძულებს ყველას ქედი მოიდრიკონ მის წინაშე, სიყვარულს შეუძლია გააკეთილშობილოს ბოროტი და სულმდაბალი”.
* * *
„ადამიანები ბავშვებს წააგვანან, თამაშებს და გასართობებს ზედიზედ იცვლიან და იქვე ივიწყებენ”.
* * *
„მეტი რა გზაა, ყველას თავისი უნდა მიეგოს”.
* * *
„ომი და მოძალადეობა რას გაუყვია”.
* * *
„არ ვიცი, ეს ჩემთვის ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება ადამიანს ერთდროულად უყვარდეს და სძულდეს კიდეც ვინმე?” – (ავტორი გენია.ჯი)