ამონარიდები ლუ სინის მოთხრობებიდან…
„რა საქმეც არ უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა ყოველმხრივ შეისწავლი”. – (შეშლილის დღიური) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალს ამბობენ: ვისაც ბევრი აქვს, ის ხელმოჭერილია, და რაც უფრო ხელმოჭერილია, მით უფრო მეტი აქვსო”. – (მშობლიური სოფელი)
* * *
„რა გინდ კარგი ადამიანი არ უნდა იყო, თუ ეწინააღმდეგები, აუცილებლად შეგედავება”. – (შეშლილის დღიური)
* * *
„არიან გამარჯვებულნი, რომელთაც სურთ, რომ მათი მოწინააღმდეგენი ვეფხვებს ან არწივებს ჰგავდნენ, – მხოლოდ მაშინ განიცდიან ისინი გამარჯვების ნამდვილ სიხარულს; ხოლო თუ მოწინააღმდეგე ცხვარს ან წიწილას ჰგავს, მაშინ გამარჯვებული თავისი გამარჯვების უსუსურობას გრძნობს”. – (ა-კიუს ნამდვილი ისტორია)
* * *
„შემჩნეული მაქვს, როცა ცუდს მოელი და გინდა როგორმე თავიდან აიცილო, თითქოს განგებ, სწორედ იმას გადაეყრები”. – (ლოცვა ბედნიერებაზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჭამის დროს ზეცაც არ რისხავს კაცს!” – (საპონი)
* * *
„ – ერთის დასჯა ნიშნავს, ასი შეაშინო!” – (ა-კიუს ნამდვილი ისტორია)
* * *
„მე ვეკუთვნი ჩემს თავს და არც ერთ მათგანს არა აქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება”. – (ჭმუნვა წარსულზე)
* * *
„მშობლების უპატივცემულობის სამ გვარეობას შორის ყველაზე ცუდი შთამომავლობის უყოლობაა”. – (ა-კიუს ნამდვილი ისტორია)
* * *
„დიახ, სიყვარული უნდა გაანაახლო, ზარდო, სათუთად შეინახო და ახალი შინაარსით შეავსო”. – (ჭმუნვა წარსულზე) – (ავტორი გენია.ჯი)