ამონარიდები პერ ლაგერკვისტის რომანიდან – „ჯუჯა”
„ვაი, რომ ამქვეყნად ყველაფერსა აქვს დასასრული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდმივი ზავი?” არავითარი ომები? რა აბდაუბდაა, რა ბავშვობა! ნუთუ ხელეწიფებათ არსებული მსოფლწესრიგის შეცვლა, რა მკრეხელობა და ღალატია წარსულის მიმართ. ქვეყნის დიადი ტრადიციების მიმართ! ომი აღარ იქნებაო! მაშადამე, გამოდის, რომ სისხლი აღარასოდეს დაიღვრება და ადამიანის გმირობას და შემართებას პატივი აეყრება. აღარ გაისმება ბუკის ხმა და შუბშემართული მხედრიონი საიერიშოდ არ გაექანება? მოწინააღმდეგენი ერთმანეთს აღარ ეკვეთებიან, რათა გმირული სიკვდილით დაეცნენ ბრძოლის ველზე? აღარ იქნება აღარაფერი, რასაც შეეძლება დააცხროს კაცთა მოდგმის უსაზღვრო მედიდურობა? ვეღარ მოიქნევს თავის ფართო ხმალს ვეღარც ერთი ბოკაროსა. გულცივი და ულმობელი, რათა შეახსენოს განდიდების სენით შეპყრობილ ადამის ძეთ, ვინ ან რა წარმართავს მათ მათ ცხოვრებას? და შეიმუსრება და დაილეწება სიცოცხლის საფუძვლები?”
* * *
„მტრის მიწა – მტრის მიწაა და აქ როგორც ჯერ არს, ისე უნდა მოიქცე. ასეთია ომის კანონი”.
* * *
„სიზმარი არაფერს ნიშნავს, არც არაფერთან არის დაკავშირებული, ყურადსაღები მხოლოდ ის არის, რაც სინამდვილეში ხდება”.
* * *
„როგორ უნდა შეუფარდო ერთი მეორეს? როგორ ახერხებენ ზოგ-ზოგნი ერთნაირად დამაჯერებლად იმსჯელონ ნებისმიერ საგანზე? პირადად მე ყველაფერზე გარკვეული აზრი მაქვს, ამიტომ ჩემთვის ეს გაუგებარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნებისმიერი დიდი იდეა ყოველთვის შეიძლება გააბათილოს სხვა, უფრო ბრწყინვალე იდეამ”.
* * *
„რის მაქნისია ფრთები, თუ ცისკენ ვერასოდეს გაგვაქროლებენ?”
* * *
„ჩემი ჩემთვის არის განკუთვნილი და არა სხვისთვის”.
* * *
„ადამისძეთა მოდგმას არ უყვარს, როდესაც ღმერთი მათ მიმართ ძალმომრეობას იჩენს”.
* * *
„მეც დავეძებ ჭეშმარიტებას”. – (ავტორი გენია.ჯი)