ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„გაჭირვებული კაცი ყველაფერს იტყვის. შეიხვეწებს, შეივედრებს, ყელს გამოაწევინებს, აატირებს, მუხლებზე დასცემს და ფეხის მტვრად იქცევს”. – (თეთრი ცხენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაკი ერთი გაირყვნება ქალი, მერე ქრისტე ღმერთიც ვეღარ მოარჯულებს”. – (ძია შიოს უცნაურობანი)
* * *
„ჰოი, უცნაურო ცხოვრება, როგორ მინდა გისაყვედურო, რომ უღირს ადამიანებს გაირევ ხოლმე შენივე სიმშვენიერის შესარყვნელად!.. იმ მარად ბოროტ სულებს რად აძლევ იმის ძალას, რომ თავისი მსახვრალი ხელი დარიოს შენს სიკეთეს!.. უსინდისო კაცს რად ანიჭებ იმის უნარს, რომ თავისი ბილწი ზრახვები აღისრულოს უბიწო და სინდისიერი კაცის იერითა!..” – (შავი გული)
* * *
„ – რა პატარა ყოფილა ჩვენი დედამიწა! როგორ იტევს იმ უსასრულო სიკვდილ-სიცოცხლესა, სიყვარულ-სიძულვილსა, სიკეთე-სიავესა, მადლსა და შურსა, სამართალ-უსამართლობასა, ცოდნა-უმეცრებასა?! ნუთუ აუცილებელი იყო ასეთი მარადიული კანონით დასჯილიყო თუ დაჯილდოებულიყო ჩვენი პლანეტა?” – (ჯონგა)
* * *
„ – უსიმღერო სუფრა უსურნელო ყვავილსა ჰგავს”. – (მოლოდინი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, რა ძნელი გამოსაცნობი ყოფილა ადამიანი!..” – (შავი გული)
* * *
„ეჰ, რა მართალი უთქვამთ: სიკეთისათვის სიკეთე ვის გაუწევია!”
* * *
„ზოგჯერ კი არა, ახლანდელ დროში „ბევრჯერ თქმა სჯობს არათქმასა”. – (შავი გული)
* * *
„ეგრე მოსდგამთ უძლურებსა და გულღვარძლიანებს, სხვისი სიკეთე და სიძლიერე არ ახარებთ, შური ახრჩობთ, შენ რომ მხოლოდ სიკეთეზე ხარჯავ სიცოცხლეს, ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რა გიხიმანდრონ და როგორ მოგსპონ, რაკი უღონონი არიან და ცალ-ცალკე ვერას გახდებიან, პირი-პირს მისცემენ, ერთად შეიკვრიან, დანდობილს მოგეპარებიან და ეგრე მზაკვრულად დაგამარცხებენ…” – (ჯონგა)
* * *
„ჰოი, ბოროტებავ, რა უჩინმაჩინის ქუდით დაიარები ქვეყანაზე”. – (შავი გული) – (ავტორი გენია.ჯი)