ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყველა დღეს, ჩემო ბიძია, თავისი სილამაზე აქვს. მე გუშინდელ დღეზეც მწყდება გული, დღევანდელ დილაზეც მწყდება გული, წავიდა და იმიტომ. ამ წუთებზეც მალე დამწყდება გული”. – რევაზ მიშველაძე (ორი საუკუნის კაცი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოძალადეები ყველანი ერთნაირნი არიან, გინდ მოჰენჯო-დაროდან იყვნენ ისინი, გინდ კიკათიდან თუ ელამიდან… ეგვიპტიდან თუ შუმერიდან… ერთნაირნი არიან… ყველანი ერთნაირნი არიან…” – რანგეა რანგჰავი (დიდი ქალაქის დაღუპვა)
* * *
„ჩვენ ამ ქვეყნის სტუმრები ვართ, მარადჟამ და მუდმივად ამქვეყნად მყოფი სტუმრები”. – პერ ლაგერკვისტი (ჯუჯა)
* * *
„რა ადვილად იცვლება ადამიანი”. – ლუ სინი (ჭმუნვა წარსულზე)
* * *
„სულწასულობა ეშმაკის მახეა”. – (სინდბად-ნამე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეხედე, სიცოცხლე ბრძოლაა…” – რანგეა რანგჰავი (დიდი ქალაქის დაღუპვა)
* * *
„ჭკვიან ხალხს უთქვამს: „ცხოვრებისეულ საკითხებში წინდახედულება გამოიჩინე და ქალებს ნუ ენდობი, რადგან მათ პირფერობასა და თვალთმაქცობას საზღვარი არა აქვს. გონების მეუფეს არ ძალუძს ბოლომდე გამოიკვლიოს და გამოიძიოს მათი მუხანათობა”. – კაცმა რომ მთელი ცხოვრება ამ საქმის გარკვევას შესწიროს, მაინც ვერაფერს გახდება”. – (სინდბად-ნამე)
* * *
„სიცოცხლეს არაფერი უდგას წინ, მასთან ყველაფერი ტყუის”. – გიორგი კეჭაყმაძე (ვარდი და ეკალი)
* * *
„ჩვენს საუკუნეში შეუძლებელია არ გიყვარდეს ადამიანი, რომელიც ნაკლებად ფიქრობს საკუთარ თავზე, რადგან ასეთი ადამიანი იშვიათადღა გვხდება”. – ივანე ტურგენევი (სამი პორტრეტი)
* * *
„იყავით მარტო, თუ გსურთ ამაღლდეთ და გარემოს მწიკვლმა და ტალახმა არ გააბინძუროს თქვენი სიმშვენიერე… ვისაც გსურთ ამაღლდეთ და მზეს გაუტოლდეთ, იყავით მარტო… ვისაც გსურთ სიდიადე და გრძნეულობა, ჩაღრმავდით თქვენს სულში და იყავით მარტო. სიდიადე თქვენი მოიპოვეთ მიწისაგან განშორებით. სიდიადეს შენ შექმნი სულის სიღრმეში, მოშორებული დღის ავადმყოფ სინათლეს, ვისაც გსურთ შვება ჰპოვოთ, იყავით მარტო…” – სერგო კლდიაშვილი (იყავით მარტო) – (ავტორი გენია.ჯი)