ამონარიდები ბერნჰარდ კელერმანის რომანიდან – „სიკვდილის როკვა”
„ყველას თავისი ფასი აქვს ჩვენს დროში – ერთს ყიდულობენ თავსაფრის ფასად, მეორეს სამ სიგარად, მესამეს სასახლით ან მაღალი ჩინით. ჩვენს დროში სამყაროს იგივე კანონი განაგებს: ქალი იყიდება, მამაკაცი ყიდულობს მას. იშვიათად ხდება, რომ ქალი ისე დანებდეს მამაკაცს, არ იკითხოს მისი ფასი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უფლება მტკიცე საძირკველია, მასზეა დაფუძნებული ხალხის ცხოვრება”.
* * *
„მხოლოდ სულელი შეიძლება ელოდეს სრულყოფილებას ამქვეყნად”.
* * *
„სიყმაწვილეს სიკვდილისაც კი არ ეშინია, რადგან მასზე არ ფიქრობს”.
* * *
„ყველაზე უიღბლო ის მამაკაცია, ვინც სულ სხვა სულიერი სამყაროს ქალს შეირთავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტრებსა და შურიანებს რა გამოლევთ ამქვეყნად”.
* * *
„თუ არა შვილს, სხვას ვის შეუძლია პატივი სცეს მამის ხსოვნას?”
* * *
„ჭკვიანი კაცი მკვიდრად აშენებს”.
* * *
„მილიონობით, მილიარდობით აზრები და გრძნობები, აი, რისგან შედგება ხალხი”.
* * *
„სანამ ლერწმიანში ხარ, მანამ გამოთალე სალამური”. – (ავტორი გენია.ჯი)