ამონარიდები პაულ თომას მანის მოთხრობებიდან…
„არა, ნამდვილად თავსატეხი არსებანი არიან ქალები… თითქოს ყველაფერი იცი მათ შესახებ და მაინც უყურებ და გიკვირს. აი, თქვენს წინაშე საოცარი ქმნილებაა, ფერია, ყვავილივით სურნელოვანი, საოცნებო, ზღაპრული არსება და რას სჩადის ის? ადგება და რომელიმე ბაზრის გოლიათს, ანდა ყასაბს ჩაბარდება; მერე მკლავზე ჩამოეკონწიალება, ზედ მიეხუტება, ასეთ ყოფაში გამოგეცხადება და ცბიერი ღიმილით აქეთ-იქით იხედება, თითქოს ამბობდეს, აბა, იმტვრიეთ ახლა თავები ამ გამოცანაზეო, – და ჩვენც ვიმტვრევთ თავებს”. – (ტრისტანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტკივილს აქვს თავისი საზღვრები: ფიზიკურს – გულის წასვლამდე, სულიერს – სიგიჟემდე, ბედნიერებაც ასევეა”. – (იმედის გაცრუება)
* * *
„ზოგჯერ სული მთლად ემორჩილება ხორცს, ზოგჯერ კი თავის მხრივ ბატონობს მასზე, და ეს ზოგჯერ სასწაულს უტოლდება”. – (მოტყუებული)
* * *
„განა სიცოცხლე თავისთავად დიდ სიკეთეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩვენთვის ისე მოწყობილი, ბედნიერ ცხოვრებას რომ უწოდებენ ადამიანები?” – (პატარა ბატონი ფრიდემანი)
* * *
„წელიწადის ის დრო, როცა ჩვენ ვიბადებით, ისევე გვგავს ჩვენ, როგორც ჩვენ – მას”. – (მოტყუებული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმაზე უფრო საზიზღარი სანახავი არაფერია, ვიდრე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი სძაგს, მაგრამ სილაჩრისა თუ ყალბი პატივმოყვარეობის გამო სურს იყოს სასიამოვნო და მოსაწონი”. – (ლუიზჰენი)
* * *
„სიკვდილი სიცოცხლის უდიდესი თანამგზავრია”. – (მოტყუებული)
* * *
„სინდისი, მოწყალეო ქალბატონო, აი ჩვენი მტკივნეული ადგილი”. – (ტრისტანი)
* * *
„სიყვარული ბევრნაირი არსებობს, და მაინც ყოველთვის ერთი და იგივეა”. – (მოტყუებული)
* * *
„ჰო, მე და შენ ერთი სამყაროს შვილები ვართ, შვილები მოტყუებულთა, დამშეულთა, ბრალმდებელთა და უარისმყოფელთა ქვეყნისა”. – (დამშეულნი) – (ავტორი გენია.ჯი)