ამონარიდები მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის რომანიდან – „ბატონი გოლოვლიოვები”
„მუდამ ისე უნდა მოიქცე კაცი, რომ ჩვენი ცხოვრება, ვითარცა ფარნის შუქი, ყოველი მხრიდან მოჩანდეს… გაკიცხვითაც ნაკლებს გაგკიცხავენ – იმიტომ რომ გასაკიცხი არაფერი გექნება!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა დარბაზებში ვერ იცხოვრებს და ბალებზე ვერ იტლინკავებს – ვინმემ ხომ კერიან ქოხშიც უნდა იცხოვროს, მშობელ მიწას მოუაროს და თავს შემოევლოს! ბედნიერება კი – ჯერ კიდევ ვინ უწყის როდის იქნება – სადაა იგი? ზოგი კაცია, დარბაზში ცხოვრობს და ერთ ნებივრობაშია, მაგრამ ოქროს გამო სატირლად გახდომია საქმე, ზოგ კაცს კი ჩალაბურში სძინავს და მარტო პურსა და ბურახზე გადადის, მაგრამ სულში კი სამოთხე აქვს!”
* * *
„ჩვენ რომ ღმერთი გვხსომებოდა, არც ის დაგვივიწყებდა”.
* * *
„საშინელებაა, როცა კაცი ლაპარაკობს, და არ კი იცი, რატომ ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს, და გაათავებს თუ არა როდისმე”.
* * *
„უხამსობას უდიდესი ძალა აქვს; გამოუცდელ ადამიანს იგი მუდამ მოულოდნელად ატყდება თავს, და ვიდრე კაცი გაოცებას არის და მიხედვ-მოხედვას მოასწრებდეს, უხამსობა სწრაფად ჩაითრევს მას და მოუჭერს თავის მუხრუჭებს. უთუოდ ყველას დამართნია, რომ უწმინდურობის ორმოსთან გავლისას არა მარტო ცხვირზე მოუჭერია ხელი, არამედ უცდია, არც ესუნთქა; სწორედ ასეთივე ძალა უნდა დაატანოს თავს კაცმა, როცა შედის ფუჭსიტყვაობითა და უხამსობით გაჟღენთილ სფეროში; მან უნდა დაიხშოს მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო; უნდა დასძალოს ყოველგვარი გრძნობა, უნდა გახევდეს. მხოლოდ მაშინ არ გაგუდავენ მას უხამსობის მიაზმები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი ლუკმა უკეთესია. როგორღაც ადვილად ცხოვრობ, როცა გრძნობ, რომ არავისაგან არა ხარ დავალებული”.
* * *
„და მუდამ ასე ხდება, მეგობარო, რომ ღმერთი თავს მოაგონებს ხოლმე იმათ, ვინც იგი დაივიწყა”.
* * *
„ისეთ შვებას არაფერი ანიჭებს სულს, როგორც ლოცვა. წუხილია, რისხვა თუ ავადმყოფობა – სულ განაქარვებს ლოცვა, ვითარცა მზე ღამის წყვდიადს!”
* * *
„ღმერთი აგერაა. აქაცაა, იქაცაა, აი ჩვენთანაცაა, ვიდრე მე და შენ ვლაპარაკობთ, – ყველგანაა! ყველაფერს ხედავს იგი, ყველაფერი ესმის, ოღონდ თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ვერ ამჩნევდეს. მოდიო, ამბობს, თავისი ჭკუით იცხოვროს ხალხმა; ვნახოთ ერთი, თუ ვეხსომებიო! ჩვენ კი ვსარგებლობთ ამით, და, იმის მაგიერ, რომ შემოსავლიდან ღმერთისთვის ასანთები სანთლის ფული გადავდოთ, სამიკიტნოში გავრბივართ!”
* * *
„თუ ჩვენ ღვთის საწინააღმდეგოდ ვიქცევით, ვცოდავთ, ან ვდრტვინავთ, ან გვშურს, ან სხვა რამ სიგლახეს ჩავდივართ – მაშინ მართლაც დამნაშავენი ვართ და გმობაც ახია ჩვენზე”. – (ავტორი გენია.ჯი)