ამონარიდი ჭოლა ლომთათიძის მოთხრობიდან – „ცხოვრების გულიდან”

„ – რა მინდა? რა მინდა, ღმერთი მინდა, ღმერთი! დაიძახა ქალმა: – დიახ, ღმერთი მინდა!.. შენ მე უღმერთო დამიძახე და აი მე შენ გკითხავ – არის კი ჩემთვის ღმერთი? ან თუ გამაჩინა, რათ მიმატოვა… შენ გეუბნები: – რათ არ გრცხვენია ან ღმერთის, ან კაცისო… მე კი მგონია, რომ ყველას ჩემი რცხვენია და კიდეც იმიტომ ვერ მივაგენი, – მემალებიან! გინახავს განა შენ ის ძვალტყავა ადამიანი, შიმშილს რომ ეძახიან? გაგიგონია რა ენაზე ლაპარაკობს ის? მე დედა ვარ, ლოთი ქმრისაგან მიტოვებული!.. შენ, პატიოსანო ბატონო, როდის იყო, რომ ზომები მიიღე – არ გავრყნილიყავი! და შენ მეუბნები: „ღმერთი, ღმერთიო!” შენ, შენ უნდა გრცხვენოდეს ღმერთის და არა მე… მე შვილებს ვარჩენ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>