ტიციან ტაბიძე – „არის ნიადაგი ჩვენში სიმბოლიზმის?”
„ქართველ ხალხში ცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული, იმას უნდა მუდამ სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების. რატომ იღებება ქართველი ქალი? ესეც ხომ მოდის ბრალი არ არის. ამას ჩვენში ხომ დიდი ისტორია აქვს. მიზეზი აქაც იგივეა. ეს აქტიორობა და თეატრალიზაციაა ცხოვრების. ეს ბუნება შეუსწავლელია ჯერ სრულიად. ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი. სიმბოლიზმი სწორედ ფილოსოფიაა ამ ნიღბის, და ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია. ჩვენში მზადაა ნიადაგი მოდერნიზმისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)