ამონარიდი ჭოლა ლომთათიძის ლიტერატურული ნაწარმოებიდან – „სახრჩობელის წინაშე”

„ფულები გაქვთ თქვენ და ღმერთიც თქვენს მხარეზეა, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ. ბევრისაგან ბევრი მეცნიერი და სწავლული ამართლებს თქვენს არსებობას ქვეყანაზე, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ! მშვენიერსა და მდიდარ დარბაზებში, მაღალ ოთახებში სჩადიხართ თქვენ დაბალ საქმეებს, რყვნით ლამაზ მოსამსახურე გოგოებს, ისე როგორც თქვენი ცოლები რყვნიან ახალგაზრდა ბიჭებს… თქვენ ბევრი შეგნატრით, ბევრი გაქებთ და გემხრობათ იმიტომ, რომ გაქურდეთ, გაძარცვეთ უბედურნი, თქვენ ტყავი გააძვრეთ მუშას, ამიტომ ფულები გაქვთ თქვენ, ამიტომ ბედნიერი ხართ. ამიტომ თქვენსკენ არის კანონი და სამართალი. მღვდელი და ეკლესია, ამიტომ ძლიერი ხართ თქვენ, დიახ! ბედნიერი ხართ თქვენ, მაგრამ ჩემს სახრჩობელას მე არ გავცვლი თქვენს ბედნიერებაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>