ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ბაგრატ მეშვიდე”
„არაფერი არ შეიძლება იყოს ისე სპეტაკი, მაღალი, როგორც ქალის სიყვარული, მაგრამ გახსოვდეს, ზოგან ეს ვნება ყოველივეზე ბილწია და დამღუპველი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რასაც სიტყვით გამოვთქვამთ, ეს არის მხოლოდ ჩრდილი ჩვენი ნამდვილი გრძნობის”.
* * *
„მე არ ვიცი, როგორაა ცაში, ხოლო მიწაზე სამოთხე და წამება ისეა განუყოფელი, როგორც ზღვა და მარილი, როგორც უფალი ჯვართან”.
* * *
„სიტყვა ძლიერია მხოლოდ სიმართლით”.
* * *
„ცა ღიაა, მაგრამ ყოველ დახურულზე მეტ საიდუმლოს მალავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ბოროტებას ჩავდივართ, ის მარტო იმ დღის მოქმედება არაა. მას ფესვები აქვს შორს… ეგებ დაბადებიდან მოდის”.
* * *
„ცა ბედისთვის ერთხელ იხსნება”.
* * *
„ასეა, ძმებო, ეჭვიანს ცოდვა ეტანება და მშიშარას – სიკვდილი”.
* * *
„ქვეყანა უცხოა დიდ ჭირშიც, დიდ ლხინშიც”.
* * *
„სჯულშია, რომ ყველა სიკვდილი ამქვეყნად ცოდვის ნაყოფია”. – (ავტორი გენია.ჯი)