ამონარიდები ვადიმ ბოიკოს წიგნიდან – „სიტყვა სიკვდილით დასჯის შემდეგ”
„ჯოჯოხეთის დანტესეული სურათები მკრთალდებიან ახალი ჯოჯოხეთის – ოსვენციმის სურათების წინაშე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოსვენციმში კი არ იტანჯებიან, არამედ ინანიებენ თავიანთ დანაშაულს რაიხის წინაშე!”
* * *
„მუშტის ძალაუფლება ისე არსად ყოფილა გავრცელებული, როგორც ოსვენციმში”.
* * *
„ოსვენციმში გადატანილი ერთი დღე უკვე გმირობას უდრის. ამიტომაც, ოსვენციმის ყოველი ტყვე, გარდა, რა თქმა უნდა, ფაშისტთა ლაქიებისა და გარეწარი ზონდერჯგუფელებისა, უდიდესი პატივისცემის ღირსია”.
* * *
„ამბობენ, რისკი კეთილშობილი საქმეაო. მართლაც ასეა, თუ მასზე კეთილშობილური საქმისთვის მიდიხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხელოვნების წყალობით ლუკმა-პურს ყველგან იშოვი. თვით ველურებს შორისაც”.
* * *
„ნუ დაგავიწყდებათ, რომ გულახდილობა მეტად ძვირფასი და იშვიათი თვისებაა”.
* * *
„ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან სუსტი ვერაფერს არგებს მახლობელს”.
* * *
„შენთვის კი არა, ადამიანებისთვის უნდა იცხოვრო. მაშინ შენი სიცოცხლეც რამედ ეღირება”.
* * *
„ჭეშმარიტად მხოლოდ ოსვენციმში ვისვენებ და თავსაც მშვიდად ვგრძნობ”. – (ამ სიტყვების ავტორი გახლდათ მესამე რაიხში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი – ჰაინრიხ ჰიმლერი) – (ავტორი გენია.ჯი)