ამონარიდები ზაჰირი სამარყანდელის წიგნიდან – „სინდბად-ნამე”

„თუ გსურს იბატონო, კიდეც უნდა დასაჯო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ საქმეს თავისი დასასრული აქვს და ყოველ სატკივარს თავისი სალბუნი”.

* * *

„ქალთა ოინების გადამკიდე ბრძენკაცს უწვნევია მწუხარება და ჭირი. მრავალ მათგანს ქალების სიყვარულით ქარისათვის გაუტანებია ქონებაც და გონებაც, ბევრს კი ვაჟკაცობა და ადამიანური ღირსებაც მიუყოლებია ზედ”.

* * *

„ბრძენთ უთქვამთ: „ამა სოფლის საქმენი საიქიოში გამოსადეგი ჭირნახულიაო”.

* * *

„ცხოვრების ვერც ერთ განვლილ წუთს ვეღარ დააბრუნებ დრო-ჟამის გზიდან, მით უმეტეს შეხვედრის წუთებს, რომლებიც მოწყვეტილი ვარსკვლავივით მიქრიან და ღრუბლებივით უჩინარდებიან”.

* * *

„კაცი რაც უფრო ადრე აიღებს ჭირნახულს, მით უფრო მალე მიხვდება რაზე ზის, რაშზე თუ ვირზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი სულიერისათვის ყველაზე ძვირფასი რამ სიცოცხლეა და ამიტომ საკუთარს უფრო ელოლიავება, ვიდრე სხვისას”.

* * *

„მაღალ ღმერთს უბრძანებია: ბოროტების წილ ბოროტება, იგივე ბოროტებააო”.

* * *

„ სადაც მზე ანათებს, ადამიანს ყველგან ჩრდილივით სდევს განსაცდელი და ურვა”.

* * *

„ადამიანმა საპასუხისმგებლო საქმეში დასაწყისშივე უნდა გამოიჩინოს წინდახედულება და შედეგზე მანამდე იზრუნოს, ვიდრე ჭეშმარიტების მზე თავისით გამოანათებდეს შეცდომათა საფარიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>