ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…
„ასი წელი არაფერი ბედენაა კაცისათვის. საუკუნეს უკან რომ მოიტოვებ და მოიხედავ, იმდენ კარგს დაინახავ ამქვეყნად, დაგენანება საწუთროს დათმობა. ასეა კაცი, ცუდს ივიწყებს, კარგს იმახსოვრებს და ამით იდიდებს სამზეოზე ყოფნის ჟამს, თორემ?..” – (უკანასკნელი მარულა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ვარ ცხოვრება, ამბროსიე ძაღლთაპირიც ცხოვრებაა, ის კონსტრუქტორიც, ჩაის საკრეფი მანქანა რომ გამოიგონა, დიდი ცხოვრება, დიდი ამბავია. საუბედუროდ, ამირანა ჯამაგიძეც ცხოვრებაა, კუზიანი ცხოვრებაა, მაგრამ სინამდვილეა მაინც. კოსმოსში რომ კაცი დაფრინავს ახლა, ზე ცხოვრებაა და თუ სიმართლე გინდა გითხრა, სარდიონა ბრუციანიც ცხოვრებაა – ჩვენი მეფურნე, გამიგე?” – (მიწის ქვითინი)
* * *
„მეზობლის სატკივარი თუ არ გეტკინება, თითზე უნდა იკბინო, სიმწარე რომ გაიზიარო”. – (ხურო)
* * *
„სოფელმა თუ ერთხელ აგიბურთავა, მტრისას, ყველა მოისურვებს ფეხსაცმლის ჭვინტი წაგკრას”. – (ბასილა)
* * *
„გული შენ უნდა აცოცხლო, მანაც რომ გაცოცხლოს”. – (უკანასკნელი მარულა)
* * *
„ბავშვებს არ შეუძლიათ დარდის დამალვა!” – (მერცხლები)
* * *
„ასეა, კაცივითაა ხე, რომ დაბერდება, ყველაფერი ადვილად ერევა”. – (უკანასკნელი მარულა)
* * *
„ეჰ, რთულია, ბიძიკო, ცხოვრება. სიცოცხლე კი მოკლეა, ყველაფერი რომ გაიგო, საიმისოდ…” – (მიწის ქვითინი)
* * *
„ქალაქი უშენოდაც დიდია, ჰოდა, დიდი კვამლი თუ არ დაგირჩა იქ და განსხვავებულიც, ვერავინ შეიტყობს, შენი კერიიდან ამოდის იგი თუ სხვისიდან”. – (მიწის ქვითინი)
* * *
„კაცი რომ კვდება, მისი მზეც კვდება მაშინ!” – (უკანასკნელი მარულა) – (ავტორი გენია.ჯი)