ამონარიდები რევაზ ჯაფარიძის მოთხრობებიდან…
„დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, ვინც თავისი თავის ნამდვილი ფასი არ იცოდეს”. – (ვერცხლის აბლაბუდა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოლოდინი დროს აჭიანურებს”. – (ხმა იდუმალი)
* * *
„ძლიერი ადამიანები, თუნდ ნიჭი კიდევაც აკლდეთ, სახრჩობელის წინაშეც კი იღიმებიან. თუმცა ეს სცენაზე უფრო ხდება, ვიდრე ცხოვრებაში”. – (ვერცხლის აბლაბუდა)
* * *
„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. შედეგიც, რა საკვირველია”. – (მოსული კაცი)
* * *
„მთავარია, კაცი ღორად არ გადაიქცე, რაღაცამ გაგაძღოს, მუცელი ამოგიყოროს”. – (მოსული კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღიმილი და გარეგნული თვითკმაყოფილება საიმედო ნიღაბია ცხოვრების გასაადვილებლად და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შესაყრელად”. – (ვერცხლის აბლაბუდა)
* * *
„მშობლიური გრძნობა ერთბაშად არ ჩნდება. ადამიანთან ერთად იბადება და იზრდება კიდეც”. – (ხმა იდუმალი)
* * *
„უშფოთველად და შეუწუხებლად მარტო მკვდრები ცხოვრობენ”. – (მოსული კაცი)
* * *
„კეთილშობილი კაცი სხვის სიამაყესაც ისე უნდა უფრთხილდებოდეს, როგორც თავისას”. – (ვერცხლის აბლაბუდა)
* * *
„ქართველი კაცი ან ამ კუთხის შვილია და ან იმ კუთხის. აი, როგორც თქვენ და მე. ყოველ კუთხეს თავისი კილო აქვს. არა? კილო სხვა არის… ცოცხალი ქართული ენა, სალაპარაკო, მე კილოს გარეშე ვერ წარმომიდგენია”. – (ავტორი გენია.ჯი)