ამონარიდები ჯეკ ლონდონის მოთხრობებიდან…
„რატომ გვწყურია ასე სიცოცხლე? სიცოცხლე ხომ თამაშია, რომელშიაც ადამიანი ვერასოდეს იმარჯვებს. იცოცხლო – ნიშნავს თავაუღებლად იშრომო, იტანჯო და ეწამო, ვიდრე სიბერე არ მოგეპარება და ფარ-ხმალს არ დაგაყრევინებს ჩამქრალი ცეცხლის გაცივებულ ნაცართან. სიცოცხლე – ტანჯვაა. ტანჯვით იბადება ბავშვი ამქვეყანაზე, ტანჯვით ლევს დღეებს მოხუცი. სულ ზრუნვაშია ადამიანი. სულ წამებაშია და მაინც სიკვდილის გაშლილი მკლავებისაკენს რომ მიდის, ფეხები უკან რჩება, ძირს ეცემა, სინანულით იხედება უკან და უკანაკნელ წუთებამდე იბრძვის სიცოცხლისათვის. სიკვდილი კეთილია. სიცოცხლეს კი ყოველთვის ახლავს ტკივილი. მაგრამ ჩვენ მაინც სიცოცხლე გვიყვარს და გვძულს სიკვდილი. საოცარია!” – (ქალის თავდადება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნება ათასგვარ ხერხს ხმარობს, რომ როგორმე დაარწმუნოს ადამიანი, მოკვდავი ხარო. გინდაც, აი, ეს გამუდმებული მოქცევა და უკუქცევა ზღვისა, ქარიშხლის მძვინვარება, მიწისძვრის ზარი, თუ ზეციური არტილერიის ჭექა-ქუხილი”. – (გზა მშვიდობისა)
* * *
„მამაკაცი ძვირად თუ ხვდება, რა ფასი აქვს მისთვის ქალს, ვიდრე არ დაკარგავს მას, ვერ გრძნობს უნაზეს სურნელებას, რომელსაც ქალის სიახლოვე ავრცელებს, ვიდრე ამ სურნელებაშია ჩაძირული”. – (მგლის შვილი)
* * *
„ჭკვიან ქალს ყოველთვის შეუძლია შეავსოს არაფრისმაქნისი კაცის ბევრი ნაკლოვანი მხარე”. – (სახელითა ღვთისათა)
* * *
„ქალების უბედურებას ოდითგანვე მამაკაცებს აბრალებენ”. – (მეფის ცოლი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება გაექცეთ მოვალეობის გრძნობას”. – (დიდი გამოცანა)
* * *
„ცხოვრება თავისას მოითხოვს”. – (ცხოვრების კანონი)
* * *
„დიდი საქმის გამკეთებელ კაცს ენა წინ არ უსწრებს”. – (ქალის თავდადება)
* * *
„ცხოვრება თამაშია და კაცი – მოთამაშე. ათასში ერთი შესაძლებლობა მაინც თუ ეგულება, მთელ სარჩო-საბადებელს სასწორზე დადებს”. – (მეორმოცე მილის მამაკაცები)
* * *
„ინსტიქტი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისყოფა”. – (დიდი გამოცანა) – (ავტორი გენია.ჯი)