ამონარიდები რევაზ ჯაფარიძის ორი მოთხრობიდან – „ადამიანის მორჩილი ზღვა” და „ღმერთო, მომაგონე”
„ცხოვრება კი თავისი გზით მიდის. მას არც მეფისათვის სცალია და არც ხალხისათვის, ვინაიდან თავისი გარდაუვალი კანონები აქვს და, სურს თუ არ სურს, მხოლოდ იმ კანონების ნებასა და სურვილს უნდა მისდიოს”. – (ადამიანის მორჩილი ზღვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, ქებულო ქართულო თვითკმაყოფილებავ! რამდენი უსიამოვნება და სირცხვილი მოგიტანია შენ ჩვენთვის და, თუ ყურებიდან ბამბა არ გამოვიღეთ, კიდევ რამდენ სირცხვილსა და უსიამოვნებას მოგვიტან!” – (ადამიანის მორჩილი ზღვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული გაქვს? ისიამოვნე, არა გაქვს და ნურაფრის იმედს იქონიებ, თუნდაც ჯვარს ეცვი”. – (ადამიანის მორჩილი ზღვა)
* * *
„სიკვდილი ყველა ერთია”. – (ღმერთო, მომაგონე)
* * *
„ – ღმერთი პატივის და ძალაუფლების მოყვარეა, როგორც ადამიანი. მსხვერპლის მიღება ყველა ადამიანს მოსწონს…”. – (ღმერთო, მომაგონე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშობელი ხალხის ყველა თაობას თავისი საქმე თავისებურად უკეთებია”. – (ადამიანის მორჩილი ზღვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილის ზღურბლზე დიდი უსასრულობა იწყება. უსასრულობა, ისისც არარსებობისა, ყველაფერს იტევს…” – (ღმერთო, მომაგონე)
* * *
„ძველი სამყაროს დაუღალავ მოგზაურებს, დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში აქლემებნის გრძელ ქარავანს რომ მიერეკებოდნენ, ანდა იალქნიანი სავაჭრო გემებით სიგრძე-სიგანეზე რომ სერავდნენ მსოფლიო ოკეანის წყლებს, ოდითგანვე უთქვამთ ის, რაც ჳვენს პლანეტაზე მცხოვრები არც ერთი სხვა ხალხის მიმართ არ თქმულა: ღმერთმა შექმნა ზღვა, ჰოლანდიელებმა კი – ნაპირი”. – (ადამიანის მორჩილი ზღვა)
* * *
„ფიქრი და რწმენა ორი სხვადასხვა რამეა”. – (ღმერთო მომაგონე)
* * *
„რომელი გიჟი-გადარეული გაატანს ქარს, ანუ უბრალო პატივმოყვარეობას, მამასისხლად ნაშოვნ ფულს!” – (ადამიანი მორჩილი ზღვა) – (ავტორი გენია.ჯი)