ამონარიდები მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის რომანიდან – „ბატონი გოლოვლიოვები”
„დიახ, დიდებული საიდუმლოა – სიკვდილი! არა უწყოდე არცა დღე, არცა ჟამი – აი რანაირი საიდუმლოა ეს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეცნიერებისა სჯერათ, და ღმერთი კი აღარა სწამთ”.
* * *
„უძლურ სიბერეს ეხალისება დარიგების მიცემა!”
* * *
„ყოველი კაცის სიცოცხლეს თავისი ზღვარი აქვს…”
* * *
„ოჯახური კერა არის ერთადერთი ნავსაყუდელი, სადაც ქალს ბედნიერება მოელის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი, დედილო, – ყველაფერია. სასახლესაც ის გვიწყალობებს გასათბობათ და სარჩოსაც ის გვაძლევს სასმელ-საჭმელად. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ თვითონა ვართ, ჩვენივ ფულით ვიძენთ, მაგრამ შევხედავთ, დავაკვირდებით, მოვისაზრებთ – და ყველაფერი თურმე ღვთით ყოფილა. და თუ კი ის არ ინდომებს, არაფერიც არ გვექნება”.
* * *
„ჩვენ, ცოდვილებს კი არა, წმინდანებსაც შეუცოდავთ ხოლმე საჭიროების გამო!”
* * *
„ახლა, დედილო, უქმროდაც ისევე ცხოვრობენ, თითქოს ქმართან უცხოვრიათ. ახლა ქრისტიანულ ადათ-წესებს სასაცილოდ იღებენ. მივლენ ბუჩქთან, ბუჩქის ქვეშ დაიწერენ ჯვარს – და საქმეც მოგვარებულია. ამას ისინი სმოქალაქო ქორწინებას ეძახიან”.
* * *
„თავისაზე ყველას გული წყდება”.
* * *
„რაც ღმერთმა თავისი დიადი სიბრძნით მოაწყო, მე და შენ იმას ვერ შევცვლით”. – (ავტორი გენია.ჯი)