ამონარიდები ან და სერჟ გოლონების რომანიდან – „ანჟელიკა”
„ომი, ჩემო ძვირფასო, გარდაუვალი ბოროტებაა, და ეს უბრალოდ გულუბრყვილობაა – მოითხოვო მშვიდობა, რომელზეც ღმერთი უარს გვეუბნება ჩვენ, საბრალო ცოდვილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იყო დრო, როდესაც მე ვკიცხავდი რიშელიეს მისი სიმკაცრის გამო, მაგრამ ახლა ვხედავ, მეტისმეტად ლმობიერიც კი ყოფილა”.
* * *
„სიღარიბე არავის არ ინდობს, ასეა ეს!”
* * *
„ – არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც წინაპართა მიწა თითქოს ფეხებსა სწვავს”.
* * *
„როდესაც არა გაქვს ფული, გვარიშვილობაც კი ვერ გიშველის მაღალი ჩინის მისაღწევად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის როდია ადვილი იმის გარკვევა, რა არის ღირსების საქმე და რაში მდგომარეობს შენი მოვალეობა”.
* * *
„გულის სიღრმეში ყველას ყველაფერი ახსოვს”.
* * *
„ძლიერნი ამა ქვეყნისანი და უბრალო მოკვდავნი ბევრად არ განსხვავდებიან ჩხუბში. უბრალოდ, ერთნი სახეში ულაწუნებენ ერთმანეთს, მეორენი ზარბაზნებს ესვრიან”.
* * *
„ყველაზე საშიში ჯაშუში ის არის, ვისზეც ეჭვი არა გაქვს”.
* * *
„აი, როგორები არიან მამაკაცები! ისინი წყალობად თვლიან, თუ სხვათა შორის მოგვაქცევენ მცირეოდენ ყურადღებას, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხება მათ პირად გატაცებას, ვერაფრით დააკავებ. ზოგისთვის დუელია გართობა, ზოგისთვის ომი”. – (ავტორი გენია.ჯი)