ამონარიდები ალიო ადამიას რომანიდან – „დიდი და პატარა ეკატერინე”

„ხალხის შესწავლაა ძნელი, თორემ მათემატიკა? ფიქრიც ნუ გექნება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის, რაც უარესს არ ჰყოფს კაცს, არ შეიძლება ვნებდეს მისი არსების შინაგან თუ გარეგან მხარეს”.

* * *

„ …ქვეყანა სცენაა, ცხოვრება მასთან მისასვლელი: მიდი, ნახე, წადი! უბრძანებია ბრძენ ფილოსოფოსს”.

* * *

„ერთი წელიც რომ იცხოვრებ ადამიანთან, მისი სული შენს სულს შეერთვის, გაგშორდება და სიცარიელე ჩნდება სულში და ეს სიცარიელე თუ არ შეივსო, ხშირ შემთხვევაში, იღუპება ადამიანი. მამაკაცები უმეტესად გალოთდებიან ხოლმე, ვითომ ღვინით ერეკებიან სევდას, ქალები კი საყვარლებს გაიჩენენ, ან… გაკაპასდებიან და მტრისას…”

* * *

„კარიდან კარზე მოხეტიალე ქალი შვილს ვერ გაზრდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჰო, ადამიანნი დიდნი არიან, როცა მოძრაობენ და მათ ვრცელი მინდვრებიც ემცირებათ, სიკვდილის შემდეგ თვითონ პატარავდებიან და ჩიავდებიან და ბევრნი, ძალიან ბევრნი ერთს პატარა სასაფლაოზე ხალვათად ეტევიან და ადგილიც რჩება მომდევნოსათვის”.

* * *

„ვინმესთვის უნდა იცხოვრო”.

* * *

„ხანდახან სურვილი მომიარს, ეს ჩემი ქვეყანა მთებიან-ხევებიანა, წყლით და ხმელით, ჩემი პატარა სოფელი, ჩემი სოფლის პატარა წიქვილი და მეწისქვილე გულში ჩავიკრა და ვიტირო, ვიტირო სიხარულის ცრემლით…”

* * *

„თუ გსურს იყო გონიერი, მოიქეცი ისე, როგორც ცხოვრება გიკარნახებს”.

* * *

„ის კი არაა მთავარი, თუ თვითონ რა ფერისაა მთა, მდინარე, ყვავილი და ზღვა, ამასთან უმთავრესია ისიც, თუ როგორის თვალით შესცქერი ამ მთას, ამ მდინარეს, ამ ყვავილს და ზღვას… ხალისიან, სიხარულიან თვალს ყურთასმენას გალობად ჩაესმის ნაკადულის ბუტბუტი და ზღვის ტალღების შრიალი, სევდიანი გულისთვის კი მოთქმა ტირილია ბუნების მხიარული ბგერებიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>